If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

როგორ შეიძლება სამყარო იყოს უსასრულო, თუ მან დაიწყო გაფართოება 13.8 მილიარდი წლის წინ?

თუ სამყარო უსასრულოა, მაშინ გამოდის, რომ ის ყოველთვის უსასრულო იყო. დიდი აფეთქების დროს სამყარო იყო უსასრულოდ მკვრივი. მას შემდეგ ის უბრალოდ კარგავს სიმკვრივეს სივრცის ზრდის ხარჯზე.
წარმოიდგინეთ რეზინის დიდი ბრტყელი ზედაპირი, რომელზეც ქვიშის მარცვლები ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოსაა მოთავსებული. რეზინის ზედაპირი სივრცე-დროის ორგანზომილებიანი წარმოდგენაა, ქვიშა კი მატერია გამოდის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ზედაპირს ჭიმავთ, რის შედეგადაც უფრო და უფრო დიდ ფართობს იღებთ. ქვიშა ნაკლებად მკვრივად იქნება განაწილებული. ქვიშის მარცვლებს შორის საკმარისად დიდი მიზიდულობის ძალა რომ არსებობდეს (გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი ან სუსტი ბირთვული ძალების მსგავსად), სივრცის გაფართოების მიუხედავად, ისინი ატომებად/პლანეტებად/ვარსკვლავებად/გალაქტიკებად დაჯგუფდებოდა. თუმცა, თითოეული გალაქტიკა ერთმანეთს დაშორდებოდა (იმ დაშვებით, რომ გალაქტიკებს შორის მიზიდულობის ძალა სივრცის გაფართოების დაძლევისთვის საკმარისად დიდი არაა).
ახლა კი ეს რეზინის ზედაპირი უსასრულოდ გავჭიმოთ.
უსასრულო ზედაპირის შემთხვევაში სიმრუდე საკმარისი არაა იმისთვის, რომ სივრცე-დრო ჰიპერსფერული იყოს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.