If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა: სამყაროს მასშტაბი

დედამიწა უზარმაზარია, მაგრამ ერთი ციცქნაა მზესთან შედარებით (რომელიც სუპერ უზარმაზარია). თუმცა მზეც ერთი ციცქნაა მზის სისტემასთან შედარებით, რომელიც მომდევნო ვარსკვლავამდე მანძილზე გაცილებით მცირე ზომისაა. უი, ის თუ ვახსენეთ, რომ 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში (რომლის დიამეტრიც დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადია), რომელიც ერთ-ერთია ასობით მილიარდი გალაქტიკიდან დაკვირვებად სამყაროში (რომელიც შეიძლება საერთოდაც უსასრულო იყოს). არ იფიქროთ, რომ ძალიან მცირე ხარ. ჩვენი აზრით, ეს განმათავისუფლებელია. თქვენი ყოველდღიური ადამიანური პრობლემები არაფერია იმ უზარმაზარ სამყაროსთან შედარებით, რომლის ნაწილიც ვართ. ისიამოვნეთ იმ ფაქტით, რომ ამ ყველაფრის ნაწილი შეგვიძლია ვიყოთ!
სამყარო არა მხოლოდ წარმოუდგენლად დიდია (შესაძლოა, უსასრულოც), არამედ წარმოუდგენლად ძველიც. კოსმოსის ფონზე თავი თუ ძალიან მცირედ წარმოგედგინათ, ნახეთ, როგორ იგრძნობთ თავს, როცა გაიგებთ, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია სამყაროს ისტორიის წერტილივით მცირე ნაწილია.
ეს გაკვეთილი სინათლისა და სამყაროს ოთხი ფუნდამენტური ძალის მიმოხილვაა. ამის შემდეგ ფიზიკაში დიპლომი არ გექნებათ, მაგრამ მოგეცემათ კონტექსტი, რომელიც დაგეხმარებათ კოსმოლოგიისა და სამყაროს უკეთ გაგებაში, რისი დახმარებითაც უკეთ დაინახავთ და გაიგებთ კოსმოლოგიასა და იმ სამყაროს, რომელშიც ვარსებობთ.
რას ნიშნავს სამყაროსთვის გაფართოება? „დიდი აფეთქება“ აფეთქება იყო თუ სივრცე-დროის ერთგვარი სწრაფი გაფართოება (ამათგან მეორე იყო)? თუ სამყარო ფართოვდებოდა/ფართოვდება, რა არის მის გარეთ? საიდან ვიცით, რამდენად შორსაა/ძველია რაღაცები? ეს გაკვეთილი კაცობრიობის ზოგიერთ უძველეს კითხვას უკავშირდება.

ამ თემის შესახებ

მოვლენები ჩვენს სამყაროში შეიძლება იყოს წარმოუდგენლად დიდი და პატარა. ამ თემაში ჩვენ ვეცდებით, რომ წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი!