If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა: ვარსკვლავები, შავი ხვრელები და გალაქტიკები

ვარსკვლავები იქმნება მაშინ, როდესაც კოსმოსურ სივრცეში არსებული მასა გრავიტაციის გამო ჯგუფდება და თერმობირთვული რეაქციების დაწყებისთვის საკმარისად მკვრივი ხდება. მასალის მოცულობისა და შემადგენლობის მიხედვით, ვარსკვლავი სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდეს — დაწყებული ზეახალი ვარსკვლავებით, დამთავრებული ნეიტრონული ვარსკვლავებითა და შავი ხვრელებით. ეს გაკვეთილი ვარსკვლავების სიცოცხლეს ეხება და ჩვენი რეალობის უცნაურობების დაფასებაში დაგეხმარება.
კვაზარები სამყაროში ყველაზე ნათელი ობიექტებია. მათგან წამოსულ გამა გამოსხივებას მზის სისტემის სტერილიზება შეუძლია (ანუ სიცოცხლის განადგურება). რა შეიძლება იყოს ეს ობიექტები ჩვენი აზრით? რატომ არ ვხედავთ რომელიმე მათგანს ჩვენს სიახლოვეში (რის გამოც მადლიერები უნდა ვიყოთ)? შეუძლიათ თუ არა მათ მოგვითხრონ, როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ?
ვარსკვლავებამდე მანძილებზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ საიდან ვიცით? ვარსკვლავური პარალაქსი — რომელიც ზომავს, რამდენად წაინაცვლებს ვარსკვლავი ცაზე იმის მიხედვით, თუ რომელ წერტილშია დედამიწა ორბიტაზე — ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვის ჩვენს ხელთ არსებული უძველესი მეთოდია. „ახლომდებარე“ (ანუ გალაქტიკის ჩვენს ნაწილში) ვარსკვლავებისთვის ზუსტი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს მეთოდი კარგად მუშაობს. უფრო შორს მყოფ ვარსკვლავებამდე მანძილის გასაზომად საჭიროა დავიწყოთ ფიქრი ცეფეიდის ცვლადებზე (სხვა გაკვეთილი).
ვარსკვლავური პარალაქსი „ახლომდებარე“ ვარსკვლავებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ უფრო შორს გვინდა გაზომვა? ეს გაკვეთილი გაგაცნობთ ვარსკვლავების კლასს, რომლებიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ცეფეიდები დიდი, ნათელი, ცვლადი ვარსკვლავები არიან, რომლებიც სხვა გალაქტიკებში ჩანან. ვიცით, თუ რამდენად ნათელი უნდა იყვნენ ისინი და შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად შორს არიან, იმის მიხედვით, თუ რამდენად კაშკაშა ჩანან ჩვენთვის.

ამ თემის შესახებ

ჩვენი სამყარო მოფენილია ვარსკვლავებით. ამ თემაში გავიგებთ, თუ საიდან მოდიან ისინი და სად მიდიან. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ შავი ხვრელებისა და გალაქტიკების შესახებ.