If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა: დედამიწის გეოლოგიური და კლიმატური ისტორია

დამთხვევაა, რომ აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ერთმანეთში ფაზლის ნაწილებივით ჯდება? რატომ ხდება მიწისძვრები იქ, სადაც ხდება? ვულკანები და მთები საიდან მოდის? დაკავშირებულია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? დიახ, არის. ეს გაკვეთილი ფილების ტექტონიკის შესახებ განმარტავს, თუ როგორ და რატომ მოძრაობენ კონტინენტები დროთა განმავლობაში. ამ პროცესში ასევე გამოვიკვლევთ დედამიწის სტრუქტურას, ბირთვის ჩათვლით.

ისწავლეთ

საიდან ვიცით, თუ რისგან შედგება დედამიწა? ვინმე ჩასულა ბირთვამდე? არა, მაგრამ ადამიანებს გვინახავს, თუ როგორ გარდატყდება და აირეკლება მიწისძვრისას გამოწვეული სეისმური ტალღები ჩვენი პლანეტის გავლით და აქედან გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თუ რა ხდება დედამიწის შიგნით.
რა იწვევს წელიწადის დროებს? შეიძლება დედამიწის კლიმატი დიდი დროის განმავლობაში ორბიტის მცირე წანაცვლებების გამო შეიცვალოს? ეს გაკვეთილი ყველაფერს ხსნის. ორბიტებზე (და პრეცესიასა და მილანკოვიჩის ციკლებზე) იმაზე მეტს გაიგებთ, ვიდრე ოდესმე გეგონებოდათ შესაძლებელი. ისიამოვნეთ!

ამ თემის შესახებ

რისგან შედგება დედამიწა და რა ვიცით ამის შესახებ? რა იწვევს სეზონთა ცვლას? არის თუ არა გრძელვადიანი ციკლები დედამიწის კლიმატში?