If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 7: აგრეგატული მდგომარეობები და მოლეკულათშორისი ძალები

ამ თემის შესახებ

გიფიქრია ოდესმე. თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა მწერები წყლის ზედაპირზე "სრიალს"? ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ იძლევა ამის საშუალებას მოლეკულათაშორისი ძალები. ასევე, განვიხილავთ სითხეებს, მყარ ნივთიერებებს, ნარევებსა და ფაზათა ცვლილებებს.
მატერია შეიძლება იყოს თხევად, მყარ, აირად და პლაზმურ მდგომარეობაში. ჩვენ შევისწავლით თითოეული მდგომარეობის მახასიათებლებს და, განვიხილავთ ფაზათა ცვლილებებს სითბოს მრუდებისა და ფაზათა დიაგრამების გამოყენების საშუალებით.
მოლეკულათაშორისი ძალები აღიძვრებიან მეზობელ ატომებს, მოლეკულებსა და იონებს შორის. ამით შეგვიძლია ავხსნათ მატერიის თითქმის ყველა მაკროსკოპული მახასიათებელი! ჩვენ შევისწავლით სხვადასხვა ტიპის მოლეკულათაშორის ძალებს და გავიგებთ, როგორ ახდენენ ეს ძალები გავლენას ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა, მაგალითად, ზედაპირის დაჭიმულობა.
აირი, რომელსაც (იმედია) სუნთქავ, არის აზოტისა და ჟანგბადის გაზების ნარევი. ჩვენ ის შეგვიძლია ასევე წარმოვიდგინოთ, როგორც ხსნარი, რომელშიც ჟანგბადის გაზი აზოტის გაზშია გახსნილი. ამ სექციაში შევეხებით ნარევების სხვადასხვა ტიპებს, კონცენტრაციის გამოთვლას და კოლიგატიურ მახასიათებლებს.