If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით სიუდ მომთაზ აჰმედი

გაიცანით სიუდ მომთაზ აჰმედი,  მეცნიერი 3M-ში და ტაბლაზე დამკვრელი!

გამარჯობა, მე სიუდ მომთაზ აჰმედი ვარ!

რაზე მუშაობთ?

ახლა 3M-ის უფროს მეცნიერად ვმუშაობ. ჩემი მიზანი ისეთ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიის განვითარებაა, რომელიც უსაფრთხოებისა და გრაფიკის სფეროს ბიზნესებზე იქონიებს გავლენას. ასეთი პროდუქტია, მაგალითად, პირადი თავდაცვის პროდუქტები, საგზაო უსაფრთხოების პროდუქტები, კომერციული გრაფიკული გამოსახულებები და სისტემები, არქიტექტურული ზედაპირისა და განათებების პროდუქცია, საწმენდი და დამცავი პროდუქტები კომერციული დაწესებულებისთვის, სახურავის გრანულები ასფალტის კენჭებისთვის და პროდუქცია გზავნილების ძიებისთვის.
3M-ში მუშაობისას ბევრი ყოველდღიური პროდუქტის კომერციალიზაციაში შევიტანე წვლილი, მაგალითად: თქვენს საყვარელ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში იატაკის გადასაფარებლები, რათა იატაკი კარგად გამოიყურებოდეს და მარტივად მოსავლელი იყოს; შუშების საწმენდი, რომელსაც შეიძლება თქვენს სკოლაში იყენებდნენ, და ასაძრობი ფეხის დაცდენის საწინააღმდეგო გადასაფარებელი, რათა სველ იატაკზე ფეხი არ აგიცურდეთ, როცა სავაჭრო ცენტრში დადიხართ.

როგორ დაინტერესდით ქიმიით და რას სწავლობდით?

პატარაობიდანვე მიყვარდა ლეგოებით თამაში. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ნაწილებით შემეძლო ისეთი ფორმის რამის აწყობა, როგორიც წარმომედგინა, არა მხოლოდ ჯადოსნური, არამედ შთაგონების მომცემი იყო. ბაკალავრზე სწავლისას, ორგანული ქიმიის კლასში პირველად დავუკავშირე ქიმიას ლეგოებისადმი ჩემი სიყვარული და მივხვდი, რომ ჩემი წარმოსახვის მიხედვით ისევ შევძლებდი რაიმე ხელშესახების გაკეთებას, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ლეგოების საშენი ნაწილების მაგივრად მოლეკულები ან ატომები იქნებოდნენ. ამან ძალიან აღმაფრთოვანა!
ინდიანაში, ვაბაშის კოლეჯში, ავიღე ბაკალავრის ხარისხი ქიმიასა და მათემატიკაში, შემდეგ კი ქიმიის დოქტორანტურაზე ჩავაბარე კორნელის უნივერსიტეტში, ითაკაში, ნიუ-იორკში. როცა სწავლას მოვრჩი, მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის გამოყენებით ისეთი რაღაცების გაკეთება მინდოდა, რასაც რეალურ სამყაროში ექნებოდა გამოყენება, სწორედ ამიტომ ავირჩიე ჩემი ახლანდელი კარიერის გზა. საკმაოდ ამაღელვებელია, მიდიოდე აეროპორტში, სასტუმროში, სკოლაში ან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში და ხედავდე, თუ როგორ იყენებენ პროდუქტებს, რომლებიც შენი დამზადებულია ან შენი დახმარებითაა დამზადებული და თუ როგორ ცვლი ადამიანთა ცხოვრებას.

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პატარა ასაკიდან ვუკრავ სამხრეთ აზიურ პერკუსიის ინსტრუმენტზე, ტაბლაზე, და დაკვრის შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ჩემს სამშობლოში, ბანგლადეშში, აკომპანირება რამდენიმე ცნობილი მუსიკოსისთვის, მეგობრისა და მუსიკალური ჯგუფისთვის (კონკრეტულად, ბენდი AJOB) გამიწევია. ეს ჩემი საყვარელი ჰობია.
ტაბლაზე დაკვრა!
ველოსიპედით სიარულიც მიყვარს - ვცდილობ, ტყუპ ქალაქებში ერთი ადგილიდან მეორეში წავიდე და ზოგიერთი ტბა ვნახო. ითაკაში ჩემს მეგობრებთან ერთად century ride-ც (100მილის ან მეტის გავლა) გამიკეთებია. ჩვეულებრივ, გავდივარ ხოლმე 25-დან 50 მილს საშუალო ტემპით.

რას ურჩევდით ქიმიით დაინტერესებულ ადამიანებს?

ქიმიის ნამდვილი სილამაზე ექსპერიმენტებისა და კვლევის ჩატარებაა. თუ მართლა გაინტერესებთ ქიმია, დაელაპარაკეთ თქვენს მასწავლებლებს (და ზოგიერთ შემთხვევაში უფროსებს) სკოლაში/სახლში, რათა ნახოთ, თუ არის საშუალება, ჩაატაროთ რაიმე (უსაფრთხო) ექსპერიმენტები. ასევე შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ მახლობელი კოლეჯის/უნივერსიტეტის ქიმიის ლექტორებს, რათა გაიგოთ მეტი მათი კვლევების შესახებ. შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ ქიმიკოსს, რომელიც რომელიმე ახლომდებარე კომპანიაში მუშაობს, რათა ნახოთ, თუ რას აკეთებს ის. ქიმიკოსებისგან ამ ყველაფრის გაგება უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით, თუ სინამდვილეში რას ეხება ქიმია და როგორ გამოიყენება რეალურ სამყაროში.
ექსპერიმენტებისთვის მომზადება ლაბორატორიაში!
ქიმიის ნამდვილი სილამაზის დემონსტრირება: ექსპერიმენტების საშუალებით სწავლა და ლაბორატორიაში კვლევის ჩატარება!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.