If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით ჯარედ რუპი

გაიცანით ჯარედ რუპი, კრიმინალური/ანალიზური ქიმიკოსი და ბეისბოლის გუნდ „კარდინალების“ გულშემატკივარი!

გამარჯობა, მე ჯარედ რუპი ვარ!

რაზე მუშაობთ?

მე ტესტირებას ვუტარებ სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებს, რათა დავადგინო, შეიცავენ თუ არა ისინი ალკოჰოლს და/ან ნარკოტიკებს, შემდეგ კი მიღებული შედეგების საფუძველზე ვწერ მოხსენებას, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სასამართლოში. შეხება მაქვს ისეთ საქმეებთან, როგორებიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარება, ძალადობრივი დანაშაულები, რომლებშიც ალკოჰოლი ან ნარკოტიკები შეიძლება რამეზე მოქმედი ფაქტორი იყოს და საქმეები, რომლებიც ძალადობის შედეგად ან მოულოდნელად გარდაცვლილებს ეხება. დროდადრო მიწევს სასამართლოში მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მიცემა ჩემი შედეგების შესახებ.
ჯარედი თავის ცოლ კრისტინთან ერთად
ჩვენს ლაბორატორიაში ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ და მიწევს ინსტრუმენტების შეკეთება და მათთვის მიხედვა, როცა ისინი ხარისხის კონტროლის საზომებს ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენი ლაბორატორიის "ვირის მუშები" არიან გაზური ქრომატოგრაფი და ოთხი ცალი გაზური ქრომატოგრაფი/მას-სპექტროფოტომეტრი, ამიტომაც ამ ინსტრუმენტების შესახებ გაცილებით მეტი გავიგე, ვიდრე ამას საკლასო ოთახში ვისწავლიდი.

როგორ დაინტერესდით ქიმიით და რას სწავლობდით?

როცა უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, არ მქონდა გადაწყვეტილი, რა იქნებოდა ჩემი მთავარი პროფესია და რისი გაკეთება მინდოდა. ვიცოდი, რომ მეცნიერება მაინტერესებდა, ამიტომაც პირველ სემესტრში გავიარე ქიმიის გაღრმავებული საფუძვლები. ამ სემესტრში მივხვდი, რომ ქიმია მიყვარდა, ხოლო მოგვიანებით მივხვდი, რომ ქიმიკოსობა საჩემო პროფესია იყო. ბაკალავრის დიპლომი ქიმიაში ავიღე, ჩემი დამატებითი სპეციალობა კი მათემატიკაა.
ბაკალავრზე სწავლისას შესრულებულმა კვლევებმა გზა გამიკვალა ქიმიაში მაგისტრის დიპლომისაკენ. სტუდენტობისას ვსწავლობდი, თუ როგორ აძლიერებენ ელექტროდის ზედაპირზე არსებული იონური სითხეები (ის-ები) სხვადასხვა ნაერთების (ლუმინოფორების) ელექტროგენერირებულ ქემოლუმინისცენციას (ექლ). ჩემმა ხელმძღვანელმა იფიქრა, რომ ეს კვლევა ბევრის მომცემი იყო და სამუშაო, რომელიც დავიწყე ბაკალავრზე სწავლისას, ჩემი სამაგისტრო თეზისის საფუძველი გახდა.
ახალგაზრდა ჯარედი, სანამ მიხვდებოდა, რომ ნინძობა დიდად ეფექტური პროფესიული არჩევანი არაა
სკოლაში ყოფნისას დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა, ამიტომ დავიწყე ნახევარ განაკვეთზე მუშაობა (არსებითად, სტაჟირება) ადგილობრივ კრიმინალურ ლაბორატორიაში ლაბორატორიულ ტექნიკოსად. როცა სწავლას ვამთავრებდი, სამუშაო ადგილი გამოჩნდა და რადგანაც ლაბორატორიაში მუშაობა მსიამოვნებდა, ვიფიქრე, რომ ამ სფეროში მუშაობას ვცდიდი. ეს სამ-ნახევარი წლის წინ იყო და ერთხელაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება!

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

თავისუფალ დროს ჩემს ცოლსა და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვატარებ. ვთამაშობთ ბევრ სამაგიდო და ბანქოს თამაშს, ასე რომ, თამაშის საღამოები ხშირად ხდება და ყოველთვის ძალიან მაგარია! ასევე მიყვარს სპორტი (წინ სენტ-ლუისის კარდინალებო!!!) და ბეისბოლის სტადიონზე მშვენიერ საღამოებს ვატარებ. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს სუპერგმირული ფილმები, ფენტეზი სპორტი, ვიქტორინები, ნაყინი, ხმამაღლა სიმღერა და კარგი დროის გატარება!
წინ სენტ-ლუისის კარდინალებო!!!

რას ურჩევდით ქიმიით დაინტერესებულ ადამიანებს?

რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, სტაჟირება დაიწყეთ! მეც სწორედ ასე დავიწყე ჩემი კარიერა და ამის გარეშე ვერ შევამჩნევდი ქიმიკოსებისთვის ხელმისაწვდომ რამდენიმე ძალიან მაგარ პროფესიას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.