If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმოცვლის რეაქციები

მიმოცვლის რეაქციის განსაზღვრება და კონკრეტული მაგალითები. ნეიტრალიზაციისა და დალექვის რეაქციების პროდუქტების განსაზღვრა და რეაქციების ტოლობების გათანაბრება. 

რა არის ორჩანაცვლების, ანუ მიმოცვლის, რეაქცია?

ორჩანაცვლების, ანუ მიმოცვლის, მეტათეზისური რეაქცია მაშინ წარიმართება, როცა ორი იონური ნაერთის შემადგენელი ნაწილები მიმოიცვლება და ორი ახალი ნაერთი მიიღება. მიმოცვლის რეაქცია ზოგადად ასე შეიძლება ჩაიწეროს:
A+B+C+DA+D+C+B
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ დროს ერთი ნაერთი მეორეს კათიონს ან ანიონს უცვლის, მაგრამ არა ორივეს, რადგან ასე საბოლოოდ ისევ იმავე ნაერთებს მივიღებდით. მიმოცვლის რეაქციისას გამხსნელი, როგორც წესი, წყალია, მაგრამ რადგანაც რეაგენტები და პროდუქტები ხშირად იონური ნაერთებია ხოლმე, რეაქცია შესაძლებელია, მჟავა ან ფუძე გარემოშიც წარიმართოს.
ქვემოთ მოცემულია მიმოცვლის რეაქციის მაგალითი:
BaCl2()+Na2SO4()BaSO4(s)+2NaCl()
ამ მაგალითში კათიონებია Ba2+ და Na+, ხოლო ანიონებია Cl და SO42. თუ ანიონებს მიმოვცვლით, პროდუქტებად მივიღებთ BaSO4-სა და NaCl-ს.

პრეციპიტაციისა და ნეიტრალიზაციის რეაქციები

მიმოცვლის რეაქციის ცნობა, როგორც წესი, საკმაოდ ადვილია, თუ ზოგადი თავისებურებები დაიმახსოვრეთ. იმის წინასწარმეტყველება, წარიმართება თუ არა ეს რეაქცია, შედარებით რთულია. საქმე გაგიადვილდებათ, თუ მიმოცვლის რეაქციის ზოგი გავრცელებული სახე გეცოდინებათ. ამ სტატიაში პრეციპიტაციისა და ნეიტრალიზაციის რეაქციებს განვიხილავთ.
პრეციპიტაციის, ანუ გამოლექვის, რეაქციის დროს ორი ხსნადი იონური ნაერთი ურთიერთქმედებს და ახალი, წყალში უხსნადი ნაერთი მიიღება. ამის ერთერთი მაგალითია რეაქცია ტყვიის (II) ნიტრატსა და კალიუმის იოდიდს შორის. ეს ორივე ნაერთი მყარი, თეთრი ნივთიერებაა და წყალში გახსნისას გამჭვირვალე, უფერო ხსნარს გვაძლევს. მათი შერევისას შემდეგი რეაქცია წარიმართება:
Pb(NO3)2()+2KI()2KNO3()+PbI2()
ორი გამჭვირვალე ხსნარისგან ულამაზესი, ოქროსფერი, მყარი ნივთიერება მივიღეთ! ეს რეაქცია, სინამდვილეში, სინჯარაში ასე გამოიყურება.
მყარი, ოქროსფერი ტყვიის (II) იოდიდის „ღრუბელი“ წარმოიქმნება ტყვიის (II) ნიტრატისა და კალიუმის იოდიდის ურთიერთქმედებისას.
ტყვიის (II) ნიტრატისა და კალიუმის იოდიდის წყალხსნარების შერევისას უხსნადი ტყვიის (II) იოდიდი, მყარი ნივთიერება მიიღება. სურათის ავტორი: PRHaney, წყარო: Wikimedia Commons, CC-BY-SA 3,0
მიღებულ პროდუქტს, უხსნად ნაერთს ნალექი, ანუ პრეციპიტატი, ეწოდება. რეაქციის გამხსნელსა და გახსნილ ნივთიერებებს კი სუპერნატანტი, ანუ ნალექზედა შრე. ხსნადობის წესების გამოყენებით შეგვიძლია, ვიწინასწარმეტყველოთ, წარიმართება თუ არა გამოლექვის რეაქცია. მყარი ნალექის წარმოქმნა ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც რეაქციას ერთი მიმართულებით წარმართავს.
ცოდნის შემოწმება: რა არის ამ შემთხვევაში სუპერნატანტი?
ნეიტრალიზაციის რეაქცია მიმოცვლის რეაქციის სახეა, რომელიც მჟავასა და ფუძეს შორის წარიმართება. ქვემოთ მოცემულია ნეიტრალიზაციის რეაქციის მაგალითი:
HF()+NaOH()H2O+NaF()
+H2O+
ნეიტრალიზაციის რეაქცია წყალხსნარში, როგორც წესი, წყალსა და ახალ იონურ ნაერთს, მარილს, წარმოქმნის. ნეიტრალიზაციის რეაქციის ყველაზე რთული ნაწილი იმის განსაზღვრაა, რომ რეაგენტებად ფუძე და მჟავა გაქვთ. ამას როგორც კი მიხვდებით, შეგიძლიათ, ზოგადად ჩათვალოთ, რომ რეაქცია ერთი მიმართულებით წარიმართება, თუკი ძლიერი მჟავა და/ან ძლიერი ფუძე გაქვთ რეაგენტებად.
არსებობს ნეიტრალიზაციის ერთი, სახალისო რეაქცია, რომელიც, შესაძლოა, თქვენც ჩაგიტარებიათ - საჭმელი სოდის, ანუ ნატრიუმის ბიკარბონატის (NaHCO3), და ძმრის (ანუ წყალში განზავებული ძმარმჟავას, CH3COOH()-ს) შერევა. შედეგად წარმოიქმნება ნახშირმჟავა (H2CO3) და ნატრიუმის აცეტატი (NaCH3COO). თუ ეს სახლში თქვენც გაგიკეთებიათ, ალბათ, გახსოვთ, რომ ამას თან აქაფება და შუშხუნი ახლავს. ეს იმიტომ, რომ ნეიტრალიზაციის ეს რეაქცია აირის წარმომქმნელია - პროდუქტი ნახშირმჟავა ნახშრორჟანგად - ანუ აირის ბუშტუკებად - და წყლად იშლება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მიმოცვლის რეაქციების ჩაწერა შეიძლება მოლეკულური, სრული იონური ან ჯამური იონური განტოლებების სახით. ამ სტატიაში მხოლოდ მოლეკულურ განტოლებებს გამოვიყენებთ, მაგრამ, ალბათ, გენდომებათ, რომ რეაქციის ჩაწერის სხვა ხერხებიც იცოდეთ.

მაგალითი: მიმოცვლის რეაქციის პროდუქტების განსაზღვრა და გასწორება

მოდით, განვიხილოთ მაგალითი, სადაც რეაქციის პროდუქტები უცნობია:
H2SO4()+Ba(OH)2()
პირველ ყოვლისა, ამოვიცნოთ კათიონები და ანიონები, რომელთაც ნაერთები რეაქციაში გაცვლიან. კათიონებია H+ და Ba2+, ანიონები კი - SO42 და OH. ანიონების გაცვლით შემდეგი პროდუქტები მიიღება: H2O და BaSO4:
H2SO4()+Ba(OH)2()H2O+BaSO4
ვხედავთ, რომ ეს ჩვენი მიმოცვლის რეაქცია ნეიტრალიზაციაა, რადგანაც რეაგენტებია გოგირდმჟავა - ძლიერი მჟავა და ბარიუმის ჰიდროქსიდი - ძლიერი ფუძე. რა მდგომარეობაში იქნება პროდუქტი, ბარიუმის სულფატი? თუკი ხსნადობის წესებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბარიუმის სულფატი წყალში არ იხსნება და იგი გამოილექება. ეს ნიშნავს, რომ მოცემული რეაქცია პრეციპიტაციაცაა! ამ ინფორმაციის მითითება რეაქციაშივე შეგვიძლია ()-ის მიწერით BaSO4-ის შემდეგ.
ჯერ არ დაგვისრულებია! ჩვენი რეაქცია ჯერ გასწორებული არაა, რადგანაც ისრის ორ მხარეს წყალბადისა და ჟანგბადის ატომთა რიცხვი არათანაბარია. ამის გამოსწორება შესაძლებელია H2O-ის 2-ზე გამრავლებით და ამ კოეფიციენტის მიწერით. საბოლოოდ კი ვიღებთ გასწორებულ, მოლეკულურ განტოლებას:
H2SO4()+Ba(OH)2()2H2O+BaSO4(s)

შეჯამება

მიმოცვლის, ანუ ორჩანაცვლების, რეაქციებში ორი იონური ნაერთი მონაწილეობს და ისინი ანიონებს ან კათიონებს ერთმანეთში ცვლიან. პრეციპიტაციისა და ნეიტრალიზაციის რეაქციები მიმოცვლის რეაქციის ორი გავრცელებული სახეა. პრეციპიტაცია, ანუ გამოლექვა, გულისხმობს წყალში ხსნადი ორი რეაგენტის ურთიერთქმედებით უხსნადი, მყარი პროდუქტის მიღებას. ასეთი რეაქციის ამოცნობა ხსნადობის წესების გამოყენებით შეგიძლიათ. ნეიტრალიზაციის რეაქცია კი მაშინ გვაქვს, როცა რეაგენტები მჟავა და ფუძეა, და იგი, როგორც წესი, პირდაპირი მიმართულებით წარიმართება, თუ მჟავა და/ან ფუძე ძლიერია.

სცადე!

ამოცანა 1

ქვემოთ მოცემული რეაგენტების ურთიერთქმედებით რა პროდუქტები წარმოიქმნება მიმოცვლის რეაქციაში?
FeCl3()+Ba(OH)2()
აირჩიეთ 1 პასუხი:

ამოცანა 2

რა სახისაა ზედა რეაქცია?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.