ძირითადი მასალა
თემა 2: ქიმიური რეაქციები და სტექიომეტრია
400 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
ახლა ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით ქიმიას. ჩვენ ვისწავლით მოლეკულებისა და მოლეკულების ურთიერთქმედების გამოსახვის გზებს. ამისთვის კი ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ „რამდენი" მოლეკულა გვაქვს და გამოვიყენებთ ნივთიერების რაოდენობის საზომს, რომელსაც ეწოდება „მოლი".ახლა კი ჩვენ დავაკვირდებით ქიმიურ რეაქციებს. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ატომები სასწაულებრივად არც ჩნდება და არც ქრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმავე რაოდენობის შემადგენელი ატომებია რეაქციის პროდუქტებში, რამდენიც არის საწყის რეაგენტებში (მოლეკულებში, რომლებიც რეაქციაში შედიან)!
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ქიმიური რეაქციის გათანაბრება 1მოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ახლა კი ჩვენ პარალელს გავავლებთ ქიმიური რეაქციების გათანაბრებასა და ლაბორატორიაში მიმდინარე რეაქციებს შორის (სადაც ჩვენ რეალურად გვაქვს ნივთიერების გარკვეული მასა).
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- იდეალური სტექიომეტრიამოიპოვეთ 5 პასუხი 7 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- რაოდენობრივი ერთეულების გადაყვანამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ზოგჯერ რეაქციაში ერთი მოლეკულა ჭარბი (ან მეორე — ზედმეტად მცირე) რაოდენობით გაქვს აღებული, ამიტომ ყველა რეაგენტი სრულად არ შედის რეაქციაში. ჩვენ გავიგებთ, როგორ დავადგინოთ, რომელია მცირე რაოდენობით აღებული და რომელი — ჭარბად აღებული რეაგენტი.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- მალიმიტირებელი რეაგენტის სტექიომეტრიამოიპოვეთ 5 პასუხი 7 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ჩვენ ახლა შევისწავლით ორ განსხვავებულ გზას მოლეკულის შემადგენელი ელემენტების გამოსასახად: მოლეკულურ და ემპირიულ ფორმულებს. მოლეკულური ფორმულები რეალურად ასახავს ატომების რაოდენობას მოლეკულაში, ხოლო ემპირიული ფორმულა კი ექსპერიმენტზე დაყრდნობით გვიჩვენებს თანაფარდობას. იმისთვის, რომ ეს ცნებები უკეთ დავაკავშიროთ, ჩვენ ასევე გავეცნობით რაოდენობრივ საზომ „მოლს". როგორც 12-ს ვიყენებთ 12 რაიმე საგნის გამოსახვისთვის, ასევე მოლი გამოიყენება დაახლოებით 602,200,000,000,000,000,000,000 რაიმეს გამოსასახად. ეს დაგვეხმარება მოლეკულის მასური შემადგენლობის გასააზრებლად.
ქიმიურ რეაქციებში ატომები შეიძლება გადაჯგუფდნენ, შეერთდნენ და განცალკევდნენ, რათა ახალი ნივთიერებები წარმოქმნან. ჩვენ ვისწავლით რეაქციების კლასიფიკაციის სხვადასხვა გზას და ასევე სხვადასხვა ტიპის რეაქციის თავისებურებებს.
ისწავლეთ
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 400 ქულა!