ბევრი ქიმიური რეაქცია შექცევადია და პირდაპირი და საპირისპირო რეაქციები შეიძლება წარიმართონ ერთდროულად. როცა საწყისი რეაქციის ტემპი გაუტოლდება საპირისპირო რეაქციის ტემპს, ამას დინამიკურ წონასწორობას ვუწოდებთ. ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ შეიძლება, აღვწეროთ წონასწორობა წონასწორობის მუდმივათი K, და თუ რა სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას ქიმიურ წონასწორობაზე.