ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:8:54

ვიდეოს აღწერა

ამ გაკვეთილში ჩვენ ვილაპარაკებთ წონაზე და მასაზე. კონკრეტულად კი, ატომურ წონაზე და ატომურ მასაზე. ეს ყველაფერი ფიზიკის მხრიდან რომ განვიხილოთ, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. ზოგიერთმა თქვენგანმა ეს შეიძლება სწორედ ახლა გაიგო. როდესაც მოვიხსენიებთ ნივთვის მასას, ავტომატურად ვფიქრობთ, რომ რაც უფრო დიდი მასა აქვს ამ ნივთს მით უფრო დიდი წონა აქვს, ანუ მძიმეა, ან პირიქით. მაგრამ ეს ყველაფერი ფიზიკის მხიდან რომ განვიხილოთ, ეს ორი ტერმინი წარმოადგენს ორ განსხვავებულ და ინდივიდუალურ იდეას. მასა აღნიშნავს რაღაცის რაოდენობას, ან რამდენად ძნელია კონკრეტული ნივთის აჩქარება და შენელება. შეგვიძლია ასევე განვიხილოთ როგორც ნივთის ინერციის საზომი ერთეული. ხშირად, ადამიანები მასას ზომავენ კილოგრამებში და გრამებში. უცნაურია, რომ თუ ვინმეს კითხავ მათ წონას, ისინი უმეტეს წილად, თავიანთ წონას გეტყვიან კილოგრამებში, მიუხედავად იმისა, რომ კილოგრამი მასის ერთეულია. ხოლო წონა, განსხვავდება მასისგან. წონა არის ძალა, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად გიზიდავს დედამიწა, ან ის პლანეტა რომელზეც დგახარ. ასე რომ, წონა არის ძალა. მეტრულ სისტემაში, წონას ვზომავთ არა გრამებში და კილოგრამებში, არამედ ნიუტონებში. სწორ შემთხვევაში, როდესაც ვინმეს კითხავს მის წონას, მან უნდა გიპასუხოს ნიუტონებში. თითქმის ყოველთვის ისინი გეუბნებიან თავიანთ მასას. ეს ყველაფერი სწორედ რომ ჟრედეს მან უნდა თქვას მაგალითად "ჩემი მასა არის 60 კილოგრამი". ეს სხვაობა ფიზიკაში ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწიდან უცებ რომ ცავიდე მთვარეზე, ჩემი მასა არ იცვლება, ხოლო ჩემი წონა იცვლება იმიტომ, რომ ძალა რომლითად მთვარე მიზიდავს ან ერთმანეთს ვიზიდავთ ნაკლებია იმაზე რაც იქნებოდა დედამიწაზე. დედამიწის ზედაპირზეც კი, თუ ვდგავართ რომელიმე ცათამბრჯენის სახურავზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ცენტრიდან სულ ცოტათი უფრო შორს ვართ, ანუ გრავიტაციული ძალა შეიძლება ძალიან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. ამ შემთხვევაში ჩვენი წონა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი მასა უცვლელი რჩება ან მაგალითად, კოსმოსში გრავიტაცია ან ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არის. მიუხედავად იმისა რომ ხარ კოსმოსში და გარშემო არცერთი პლანეტა არ არის, შენი მასა მაინც რეალურად რჩება ის რაც ყოველთვის გქონდა. ეს იყო შესავალი მასაზე და წონაზე. ახლა ეს ყველაფერი ქიმიის მხრიდან, რომ განვიხილოთ, შეიძლება თავდაპირველად ჩახლართული მოგეჩვენოთ და ესეც არის მაგრამ, ამას არ შეუშინდეთ. ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ მეცნიერებაში, როდესაც ლაპარაკია მასაზე და წონაზე, საქმე ეხება იმას, რომ მასა ზომავს ინერციას, ხოლო წონა არის ძალა. ქიმიაში, თითქმის ყველაფრის განხილვას ვიწყებთ ატომურ ზომაზე. ხშირად გაიგებთ ტერმინს "ატომური" მაგალითად, "ატომური მასა". ატომური მასა პირდაპირი გაგებით არის ცნება რომელით განსაზღვრავს ატომის მასას. ატომის მასას ვზომავთ ატომური მასის საზომი ერთეულით, რომელიც არის ძალიან ძალიან პატარა რიცხვი. მოკლედ რომ ვთქვათ, 1 ატომური მასის საზომური ერთეული არის გრამის ძალიან ძალიან პატარა ნაწილი. განისაზღვრება როგორც ნახშირბადის ყველაზე ცნობილი იზოტოპი.