ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:9:44

ატომური რიცხვი, მასური რიცხვი და იზოტოპები

ვიდეოს აღწერა

ატომური/რიგობრივი ნომერი აღნიშნულია ლათინური ასო Z-თი, და ის უკავშირდება პროტონების რიცხვს ატომის ბირთვში ატომური/რიგობრივი ნომერი შეგიძლიათ ნახოთ პერიოდულ სისტემაში. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ წყალბადის მაგალითს წყალბადის ატომური/რიგობრივი ნომერი არის ერთი ის აღნიშნულია აქ, შესაბამისად წყალბადის ატომის ბირთვში . არის ერთი პროტონი ნეიტრალურ ატომში პროტონებისა და ელექტრონების რიცხვი ტოლია, რადგანაც ნეიტრალურ ატომს არ გააჩნია მუხტი,შესაბამისად პროტონების დადებითი მუხტი და ელექტრონების უარყოფითი მუხტი აბალანსებს/ანეიტრალებს ერთმანეთს. მოდი დავხატოთ წყალბადის ატომი. ჩვენ ვიცით რომ წყალბადის ატომური/რიგობრივი ნომერი არის ერთი , შესაბამისად ჩვენ გვაქვს ერთი პროტონი ბირთვში. და, რადგანაც ჩვენ განვიხილავთ ნეიტრალურ წყალბადის ატომს, ჩვენ გვაქვს ერთი ელექტრონი, ახლა დავხატოთ ეს ელექტრონიც, რომელსაც განვათავსებთ ბირთვს გარეთ, ანუ გამოვიყენებთ ბორის მოდელის გამარტივებულ ვერსიას. თავისთავად ეს ნახატი არ წარმოაჩენს იმას, თუ როგორ გამოიყურება ატომი სინამდვილეში, მაგრამ დასაწყისისთვის მისი სიმარტივე დაგეხმარებათ თემის უკეთ გაგებაში. ეს არის ერთ-ერთი ვერსია წყალბადის ატომის, ანუ ერთ-ერთი წყალბადის იზოტოპი. ამ იზოტოპს ეწოდება პროთიუმი და აქვე მივუთითებ სახელს ეს არის პროთიუმი და მოდით განვავრცოთ თემა თვითონ იზოტოპებზე. იზოტოპი- იზოტოპები ეწოდება ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, ამ შემთხვევაში წყალბადის ატომები, რომლებიც განსხვავდებიან ბირთვში ნეიტრონის რაოდენობით. ახლა კი განვიხილოთ წყალბადის შემდეგი იზოტოპი. მას ეწოდება დეიტერიუმი. დავწეროთ აქ დეიტერიუმი დეიტერიუმი წყალბადია, შესაბამისად, მასაც უნდა ჰქონდეს ერთი პროტონი ბირთვში და ერთი ელექტრონი ბირთვის გარეთ. მაგრამ გავიხსენოთ იზოტოპის განმარტება- ერთი და იმავე ელემენტის ატომები,რომლებიც განსხვავდება ნეიტრონების რიცხვით. პროთიუმს არ გააჩნია არცერთი ნეიტრონი ბირთვში, დეიტერიუმს კი გააჩნია ერთი, ახლა კი დავხატავ დეიტერიუმის ერთ ნეიტრონს, და ამისათვის გამოვიყენებ ლურჯ ფერს ანუ ნეიტრონი იქნება ლურჯი ფერის. მოკლედ, დეიტერიუმს აქვს ერთი ნეიტრონი და რადგანაც, ნეიტრონებს აქვთ მასა დეიტერიუმს ექნება უფრო დიდი მასა ვიდრე პროთიუმს. აქედან კი გამომდინარეობს დასკვნა, რომ იზოტოპებს აქვთ სხვადასხვა მასა , რადგანაც ისინი განსხვავდებიან ნეიტრონის რაოდენობით თუმცაღა აღსაღნიშნავია ისიც, რომ მათ გააჩნიათ ერთნაირი ატომური/რიგობრივი ნომერი, შესაბამისად მათ გააჩნიათ ერთნაირი რაოდენობის პროტონები ბირთვში, თითო პროტონი თითო ატომში. ეს მნიშვნელოვანია რადგან თუ კი თქვენ შეცვლით პროტონების რაოდენობას , თქვენ ცვლით ელემენტს ამას ჩვენ აქ არ განვიხილავთ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთსა და იმავე ელემენტის იზოტოპებზე. დეიტერიუმი ისევ წყალბადია, უბრალოდ მისი იზოტოპია ბოლოს ჩვენი ბოლო იზოტოპი, რომელსაც ეწოდება ტრიტიუმი. ტრიტიუმს აქვს ერთი პროტონი ბირთვში, ერთი ელექტრონი ბირთვის გარეთ აქვე დავხატოთ ისინი და როგორც უკვე განვიხილეთ ის უნდა განსხვავდებოდეს ნეიტრონების რიცხვით, შესაბამისად მას გააჩნია ორი ნეიტრონი. დავხატოთ ეს ორი ნეიტრონიც ბირთვში. . მოკლედ, ეს არის წყალბადის იზოტოპები. როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა იზოტოპები? ჩვენ გამოვსახავთ ამ იზოტოპებს სხვადასხვა სიმბოლოთი. სიმბოლო , რომელსაც გამოვიყენებთ პროთიუმის აღსაღნიშნავად არის ელემენტის სიმბოლო, რომელიც, თავისთავად, არის H, ქვევით მივუწერთ ატომურ/რიგობრივ ნომერს, შესაბამისად ინდექსი არის რიგობრივი ნომერი, რომელიც უდრის ერთს, იმიტომ რომ ბირთვში არის ერთი პროტონი, ხოლო ზედა ინდექსად გამოიყენება მასური რიცხვი მოდით ქვევით ჩავწევ, რათა შევხედოთ მასური რიცხვის განმარტებას. მასური რიცხვი არის ბირთვში არსებული პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვთა ჯამი. შესაბამისად, ეს არის პროტონები და ნეიტრონები და ის აღნიშნულია A-თი. A არის მასური რიცხვი, რომელიც უდრის პროტონების რაოდენობას,რომელიც არის ატომური/რიგობრივი ნომერი და აღინიშნება Z-თი, დამატებული ნეიტრონების რაოდენობა (N) საბოლოო ჯამში, A უდრის Z დამატებული N. პროთიუმის შემთხვევაში, ბირთვში მხოლოდ ერთი პროტონია და არ არის ნეიტრონი. შესაბამისად ერთს დამატებული ნოლი გვაძლევს მასურ რიცხვ ერთს. მე გამოვიყენებ წითელს მასური რიცხვის აღსაღნიშნავად რათა უკეთ გავარჩიოთ მონაცემები. მასური რიცხვი წითელია და მოდით ატომური/რიგობრივი ნომრისთვისაც სხვა ფერი გამოვიყენოთ, მაგალითად იასამნისფერი. ინდექსი არის ატომური/რიგობრივი ნომერი და აღინიშნება Z-თი, ხოლო ზედა ინდექსი არის მასური რიცხვი და მისი სიმბოლოა A. ეს ყველაფერი აღნიშნავს პროთიუმის იზოტოპს, ეხლა კი დავხატოთ დეიტერიუმის ატომი. ის მაინც წყალბადია და ამიტომ აღვნიშნავთ H-ით. მას ისევ გააჩნია ერთი პროტონი და ამიტომ ინდექსად ვწერთ ერთს. მასური რიცხვი არის ზედა ინდექსი და ის არის ჯამი პროტონების და ნეიტრონების თუკი ჩვენ დავაკვირდებით ბირთვს დავინახავთ ერთ პროტონს და ერთ ნეიტრონს. ერთს დამატებული ერთი უდრის ორს ამიტომ ზევით ვწერთ ორს. და ბოლოს, ტრიტიუმი. ის ისევ და ისევ წყალბადია და ამიტომ ვწერთ H-ს. ბირთვში ისევ ერთი პროტონია და ამიტომ ვწერთ ერთს ატომურ/რიგობრივ ნომერად. რაც შეეხება პროტონებისა და ნეიტრონების ჯამს, ის უდრის სამს ერთ პროტონს დამატებული ორი ნეიტრონი გვაძლევს სამს ეს არის ტრიტიუმის გამოსახვა. ეს არის წყალბადის იზოტოპები და სიმბოლოთა გამოყენებით ჩვენ ვანსხვავებთ მათ ერთმანეთისგან ეხლა კი მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ რამდენიმე სავარჯიშოს შესასრულებლად მოცემულია ნახშირბადის ატომი ინდექსი - ექვსი; ზედა ინდექსი - თორმეტი; ჩვენ გვაინტერესებს რამდენი პროტონი, ელექტრონი და ნეიტრონი არის მოცემულ ატომში. დავიწყოთ პროტონით, ჩვენ ვიცით რომ ინდექსი არის ატომური/რიგობრივი ნომერი, რომელიც უდრის პროტონების რაოდენობას, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ექვსი პროტონი ნახშრბადის ამ ატომში. რადგანაც ჩვენ განვიხილავთ ნეიტრალურ ატომს, ელექტრონების რიცხვი უნდა უდრიდეს პროტონების რიცხვს. თუკი გვაქვს 6 პროტონი, მაშინ უნდა გვქონდეს 6 ელექტრონიც. როგორ უნდა გამოვთვალოთ ნეიტრონების რიცხვი? დავწეროთ ფურმულა, რომელიც განვიხილეთ. მასური რიცხვი უდრის ატომურ/რიგობრივ ნომერს დამატებული ნეიტრონების რაოდენობა მასური რიცხვი უდრის თორმეტს და ჩვენც ვწერთ თორმეტს ატომური/რიგობრივი ნომერი უდრის ექვსს მივუთითოთ ექვსი მას დამატებული ნეიტრონების რაოდენობა დამატებული ნეიტრონების რაოდენობა ნეიტრონების რაოდენობა უდრის თორმეტს გამოკლებული ექვსი, რაც უდრის ექვსს. შესაბამისად მივიღეთ ექვსი ნეიტრონი გამოაკელით ატომური/რიგობრივი ნომერი მასურ რიცხვს და მიიღებთ ნეიტრონების რაოდენობას. კიდევ ერთი მაგალითიც ვცადოთ. მოცემულია ნახშირბადი ზედა ინდექსით ცამეტი აღსაღნიშნავია რომ ატომური რიცხვი არ იცვლება, რადგან განვიხილავთ იზოტოპებს თუკი ვცვლით ატომურ/რიგობრივ ნომერს მაშინ ვცვლით თავად ელემენტსაც. ჩვენ ისევ ექვსი პროტონი გვაქვს ნახშირბადის ბირთვში. ნეიტრალურ ატომში ერთნაირი რაოდენობის ელექტრონი უნდა იყოს, შესაბამისად გვაქვს ექვსი ელექტრონი. და ისევ რამდენი ნეიტრონი გვაქვს ? როგოც წინა შემთხვევაში ჩვენ ვაკლებთ ატომურ/რიგობრივ ნომერს მასურ რიცხვს. ცამეტს გამოკლებული ექვსი, რათა გავიგოთ ნეიტრონების რიცხვი ცამეტს გამოკლებული ექვსი უდრის შვიდს ანუ ჩვენ გვაქვს შვიდი ნეიტრონი ამ ატომში არის კიდევ ერთი გზა იზოტოპის აღნიშვნის მაგალითად იგივე იზოტოპი გვინდა აღვნიშნოთ სხვა გზით. ხანდახან ჩვენ ვწერთ ელემენტის სახელს , ნახშირბადი, შემდეგ დეფისი, და ბოლოს მასური რიცხვი ნახშირბადი დეფისი ცამეტი მიუთითებს ნახშირბადის ამ იზოტოპზე, ამას ეწოდება დეფისით ჩაწერა, ჩავწეროთ ეს მაგალითი დეფისით. კიდევ ერთი მაგალითიც ვცადოთ მინდა გავაკეთოთ ისეთი, რომელიც ცოტათი რთული და საშიში ჩანს. ავიღოთ ურანი ურანი U-თი აღინიშნება ურანის ატომური/რიგობრივი ნომერი არის 92 ამ იზოტოპის მასური რიცხვი კი უდრის 235-ს რამდენი პროტონი, ელექტრონი, და ნეიტრონი არის ურანის ამ ატომში? როგორც უკვე აღინიშნა, პროტონების გასაგებად უნდა შევხედოთ ატომურ/რიგობრივ ნომერს, რომელიც უდრის 92-ს შესაბამისად ამ ატომში უნდა იყოს 92 პროტონი, რადგანაც ნეიტრალურ ატომს განვიხილავთ, ელექტრონების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს პროტონების რაოდენობის ანუ ელექტრონების რაოდენობაც 92-ს უდრის საბოლოოდ ნეიტრონების რაოდენობის გასარკვევად ჩვენ ვაკლებთ ამ ციფრს მასურ რიცხვს. 235-ს გამოკლებული 92 გვაძლევს 143-ს შესაბამისად ამ ატომს აქვს 143 ნეიტრონი