If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 10: ბუფერები, ტიტრაცია და ხსნადობის წონასწორობა

ამ თემის შესახებ

ჩვენ შეგვიძლია, გავაერთიანოთ ჩვენი ცოდნა მჟავების, ფუძეების, წონასწორობისა და ნეიტრალიზაციის რეაქციების შესახებ, რათა გავიგოთ ბუფერები და გატიტვრა. ხსნადობის წონასწორობა ემყარება ხსნადობის, დალექვისა და წონასწორობის იდეებს.
ბუფერული ხსნარები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს მრავალ ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესში. ამ ვიდეოგაკვეთილში ვისწავლით, როგორი მდგრადები არიან ბუფერები მჟავიანობის ცვლილების მიმართ და როგორ დავთვალოთ ბუფერული ხსნარის მჟავიანობა.
ქიმიკოსები ტიტრაციას იყენებენ ხსნარში მჟავის, ფუძის ან რაიმე სხვა სუბსტანციის კონცენტრაციის განსაზღვრისთვის. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ტიპებს (ძლიერი მჟავა/ძლიერი ფუძე, ძლიერი მჟავა/სუსტი ფუძე, სუსტი ფუძე/ძლიერი მჟავა და ჟანგვა-აღდგენითი), გამოვითვლით pH-ს ტიტრაციის სხვადასხვა წერტილში და შევარჩევთ ინდიკატორებს.

ისწავლეთ

ამ ვიდეოგაკვეთილში ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ უნდა აღვიქვათ იონური ნაერთების ხსნადობა და დალექვა ქიმიური წონასწორობის კონტექსტში. ასევე, განვიხილავთ სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ხსნადობაზე: მაგალითად, ესენია მჟავიანობა და კომპლექსური იონების ჩამოყალიბება.