If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 3: წყალი, მჟავები და ფუძეები

400 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

სად ვიქნებოდით, წყალი რომ არ არსებობდეს? ალბათ, საერთოდ არ ვიარსებებდით! გაიგე მეტი ამ გასაოცარი მოლეკულის შესახებ: მის წყალბადურ ბმებზე, მის თვისებებზე, თუ რატომ არის ის ყოველი ბიოლოგიური სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. აგრეთვე, შეიტყვე მეტი წყალში არსებულ მჟავა-ტუტე ქიმიაზე (და ისწავლე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები შენს სისხლში)!
წყალი სიცოცხლის გასაღებია, წყალბადური ბმა კი უმთავრესია წყლის შესაცნობად! ვისწავლოთ, თუ როგორ აძლევს წყლის სტრუქტურა და O და H ატომების თვისებები, წყლის მოლეკულებს ერთმანეთთან „შეწებების" საშუალებას წყალბადური ბმებით. ასევე, რატომ არის წყალი შესანიშნავი გამხსნელი (რატომ შეგიძლიათ მასში ნივთიერებების გახსნა ასე კარგად).
წყლის მოლეკულებს უყვართ ერთმანეთთან შეწებება! გაეცანით უკეთ წყლის კოჰეზიურ (და ადჰეზიურ) თვისებებს და რატომაა ეს თვისებები მნიშვნელოვანი ბაღლინჯოებისთვის, ხეებისა და თქვენი თვალების საცრემლე არხებისთვის!
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
ოდესმე გიფიქრიათ, თუ რატომ გაგრილებთ ოფლდენა? ან რატომ ტივტივებს ყინულის კუბები ჭიქაში? გაიგეთ, რა მოსდის წყალს გაცხელებისას, გაგრილებისას და მდგომარეობის ცვალებადობისას (გამყარება ან აირად ქცევა). ჩვენ ვნახავთ, თუ რატომაა წყალი ძლიერ რეზისტენტული ტემპერატურული ცვლილებების მიმართ და რატომაა ყინული ნაკლებად მკვრივი, ვიდრე თხევადი წყალი.
შეიძლება იცოდეთ, რომ ლიმონის წვენი მჟავეა, მათეთრებელი კი - ტუტე. მაგრამ იცოდით, რომ თქვენს სხეულში მჟავა-ტუტოვანი ქიმია განუწყვეტლივ მიმდინარეობს? შეისწავლეთ, რის გამოა რაიმე მჟავა ან ტუტე, რას ზომავს pH სკალა სინამდვილეში და როგორ მუშაობს ბუფერები თქვენს სისხლში!
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 400 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation