If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 7: უჯრედის აგებულება

500 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

თქვენ, ჩემო მეგობარო, შედგებით უამრავი უჯრედისგან. ზოგიერთი არის ეუკარიოტული (უშუალოდ ადამიანის უჯრედები), მაგრამ დანარჩენი არის პროკარიოტული, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ იმ უვნებელი ბაქტერიების, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში, კანზე და სხვადასხვა ორგანოთა სისტემებში ბინადრობენ. შეიტყვე მეტი ეუკარიოტულ და პროკარიოტულ უჯრედებზე და მათში არსებული რთული აგებულების ლამაზ სტრუქტურებზე.

დაიწყეთ უჯრედული მოგზაურობა სწორად: ისტორიითა და მიკროსკოპიით! აქ ჩვენ ვისწავლით მეტს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინეს უჯრედები, როგორ შეიძლება მათზე დაკვირვება და რამხელები არიან ისინი სხვა ძალიან პატარა რაღაცებთან შედარებით.
აი, კითხვა: რა განსხვავებაა თქვენსა და ბაქტერიას შორის? სავარაუდოდ ბევრი რამ! უჯრედულ დონეზე კი ძირითადი განსხავებები მოიცავს უჯრედის ბირთვსა და მემბრანით შემოსაზღვრულ ორგანელებს, რომლებიც თქვენ გაქვთ (ბაქტერიას კი არა). ახლა ჩვენ ჩავუღრმავდებით განსხვავებებს პროკარიოტებსა და ეუკარიოტებს შორის.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
შემოგვიერთდით უჯრედის სპეციალიზირებულ განყოფილებებსა და სტრუქტურებს შორის მოგზაურობაში. ენდოპლაზმური ბადის ნაკეცებიდან დავიწყებთ ციტოჩონჩხის მიკრომილაკების საოცარი ბოჭკოებით დავასრულებთ, ამ მოგზაურობას ნამდვილად არ ინანებთ!
დიდი დრო დავუთმეთ იმის გარკვევას, თუ რა ხდება უჯრედის შიგნით, მაგრამ რას ვიტყვით იმის შესახებ თუ რა ხდება მის გარეთ? აქ ჩვენ განვიხილავთ ცხოველური უჯრედების უჯრედგარე მატრიქს და მცენარეული უჯრედის კედელს, ასევე უჯრედშორის კავშირებს.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation