If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 26: ფიზიოლოგიის პრინციპები

ამ თემის შესახებ

როგორაა თქვენი ორგანიზმი მოწყობილი? როგორ მუშაობენ თქვენი ორგანოთა სისტემები ერთად, რათა იცოცხლოთ? რა ინარჩუნებს თქვენი სისხლის pH-ის ან სხეულის ტემპერატურის მუდმივობას? გაიგეთ მეტი ქსოვილებზე, ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებზე, კონტროლის მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანებისა და სხვა ცხოველების შინაგანი გარემოს მუდმივობას.
რა განასხვავებს ქსოვილს ორგანოსაგან? როგორ ურთიერთქმედებს თქვენი კუჭი წვრილ ნაწლავთან, რათა უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზმისთვის საკვები ნივთიერებების მიღება? და, რაც მთავარია, როგორ ინარჩუნებს თქვენი სხეულის სისტემები ისეთი რაღაცების მუდმივობას, როგორებიცაა თქვენი ტემპერატურა ან სისხლის pH, რათა ისინი ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი არ გახდეს? გააგრძელეთ კითხვა და ყურება, რათა ყველა ამ კითხვაზე იპოვოთ პასუხი!
ალბათ, მეტაბოლიზმი ისეთი რაღაც გგონიათ, რაც ადამიანებს აქვთ (მაგალითად, სწრაფი ან ნელი მეტაბოლიზმი), მაგრამ, რეალურად, მეტაბოლიზმი ეწოდება ორგანიზმის სხეულში მიმდინარე ქიმიური რეაქციების ერთობლიობას და არსებობის გასაგრძელებლად ყველა ორგანიზმს სჭირდება მეტაბოლიზმის წარმოება. გაიგეთ უფრო მეტი მეტაბოლიზმისა და იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება ის თერმორეგულაციას (ტემპერატურის რეგულაციას) ცხოველთა განსხვავებულ სახეობებში.
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation