If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 10: ფოტოსინთეზი

400 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი

ამ თემის შესახებ

თქვენს ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობითაა ნახშირბადი: დნმ-ში, ცილებში, ნახშირწყლებში, ცხიმებში და სხვა ძირითად ორგანულ მოლეკულებში. როგორ მოხვდა ეს ნახშირბადი მანდ?....... სწორია! ეს არის ფოტოსინთეზის დამსახურება! გაიგეთ, თუ როგორ იყენებენ მცენარეები და სხვა ფოტოტროფული ორგანიზმები სინათლეს, რომ გარდაქმნან ნახშირორჟანგი და წყალი შაქრად, რითაც იღებენ ქიმიურ ენერგიას და აძლევენ ეკოსისტემას გამოყენებად ნახშირბადს.
გაეცანით ფოტოსინთეზს! ისწავლეთ მეტი მისი საფეხურების შესახებ და გაიგეთ, რატომაა ეს პროცესი ასე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლისა და მთელი გლობალური ეკოსისტემისთვის.
როგორ გარდაიქმნება სინათლის ენერგია ქიმიურ ენერგიად? გაიგეთ, როგორ ახერხებენ მცენარეები ენერგიის ამ საოცარ გარდაქმნას. ჩვენ გავეცნობით სინათლის თვისებებს, ქლოროფილისა და სხვა პიგმენტების მიერ მისი შთანთქმის პროცესს და გავიგებთ, როგორ ინახება შთანთქმული ენერგია ქიმიურ ბმებში.
კალვინის ციკლში ენერგიის შემნახველი მოლეკულები, რომლებიც სინათლეზე დამოკიდებულ რეაქციებში წარმოიქმნა, გამოიყენება ნახშირორჟანგის მოლეკულების შებოჭვისა (ფიქსაციისა) და მისგან შაქრების წარმოსაქმნელად. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მნიშვნელოვანი ციკლი.

ივარჯიშეთ

კალვინის ციკლში ფერმენტი რუბისკო უმნიშვნელოვანესია... მაგრამ მას ერთი ცუდი ჩვევაც აქვს. რუბისკო ხანდახან ნახშირორჟანგის ნაცვლად ჟანგბადზე მოქმედებს, რაც ნახშირბადის მფლანგველ გვერდით პროცესს, ფოტოსუნთქვას იწვევს. გაიგეთ, C4 და CAM სტრატეგიების შესახებ, რომლებსაც მცენარეები ფოტოსუნთქვის მინიმუმამდე შესამცირებლად იყენებენ.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 400 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation