If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით კარლ სტენოიენი!

გაიცანით კარლ სტენოიენი, მწერების ეკოლოგი და ათჭიდელი!

გამარჯობა, მე კარლ სტენოიენი ვარ!

რა ტიპის სამუშაო გაქვთ?

მე მინესოტას უნივერსიტეტის მონარქების ლაბორატორიაში ვმუშაობ და შევისწავლი პეპლებსა და იმ არსებებს, რომლებიც მათ ჭამენ. უფრო ზუსტად, პარაზიტოიდულ კრაზანებს ვიკვლევთ, ლეტალური პარაზიტების წარმომადგენლებს. მათი ბევრნაირი სახეობა არსებობს. მეტიც, პარაზიტოიდული კრაზანების სახეობების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ყველა ძუძუმწოვრის, თევზის, ფრინველის, რეპტილიისა და ამფიბიისა ერთად! ადამიანების უმრავლესობას ამ არსებებზე არც კი სმენია, მაგრამ ისინი ყველგან არიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემების რეგულაციაში.
კარლი პეპლის ბადით მინდორში.
პარაზიტოიდული კრაზანები ადამიანს არ კბენენ და მათი უმრავლესობა ძალიან პატარაა. ისინი კვერცხებს სხვა მწერებზე დებენ, შემდეგ კი მათი შთამომავლობა მასპინძელს შიგნიდან ჭამს. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ მათ შესახებ, შეგიძლიათ ამ ვებინარს უყუროთ. მე ამ პარაზიტოიდების ევოლუციით ვარ დაინტერესებული, განსაკუთრებით კი იმით, თუ რატომ ესხმიან თავს ზოგ მასპინძელს, ზოგს კი — არა.
როგორც მაგისტრატურის სტუდენტი, ბევრი სხვადასხვა საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად, ექსპერიმენტებს ვიგონებ და ვატარებ, ლაბორატორიაში და გარეთ, ვაანალიზებ მონაცემებს, ვწერ სამეცნიერო ნაშრომებს ჩემს კომპიუტერში და ბიოლოგიას ვასწავლი კოლეჯში.
ეს ჩემი არხია იუთუბზე https://www.youtube.com/c/carlstenoien. მასზე რამდენიმე ვიდეოა ატვირთული პეპლების მეტამორფოზისა (მაგალითად ეს და ეს) და პარაზიტოიდული კრაზანების (ეს და ეს) შესახებ, რომლებსაც შევისწავლი.

როგორ დაინტერესდით ბიოლოგიით და რას სწავლობდით?

ბავშვობაში ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო საუზმისას ბურბუშელას, რძის და რაც კი მაგიდაზე იყო, ყველაფრის კოლოფზე საკვების შესახებ ინფორმაციის კითხვა. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ბიოლოგია, გასაკუთრებით კი სპორტსმენებისა (მაგალითად, ვარჯიშის, კვების, ძილის შესახებ). კოლეჯში რომ ჩავაბარე, ვაპირებდი, სპორტულ მედიცინას გავყოლდი. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიის პირველსავე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ბევრ სხვა ორგანიზმს კიდევ უფრო საინტერესი ქცევა, ფიზიოლოგია და ევოლუციური ისტორია აქვს, ვიდრე ადამიანებს! შედეგად, ჩემმა ინტერესმა სპორტული მედიცინიდან ეკოლოგიასა და ევოლუციურ ბიოლოგიაზე გადაინაცვლა.
კოლეჯის მე-3 და მე-4 კურსებს შორის ზაფხულში მომეცა შესაძლებლობა, ბლენდის ექსპერიმენტულ ფერმაში წავსულიყავი ვირჯინიაში და მონაწილეობა მიმეღო ბაკალავრების კვლევით პროგრამაში. გადავწყვიტე, ამფიბიების დაავადებების ეკოლოგია და მტკნარი წყლების ეკოსისტემების მწერი პარაზიტები შემესწავლა. ძალიან კარგი დრო გავატარე ჭაობებში ტოპვასა და ბადის ყოველ გაქნევაზე ასობით საინტერესო ორგანიზმის ამოღებაში. ამ პროექტის მერე მივხვდი, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესონი არიან პარაზიტული ორგანიზმები. მათ შედარებით ცოტა მეცნიერი შეისწავლის. წიგნი, რომელმაც პარაზიტების სამყაროში ჩამითრია, იყო კარლ ციმერის „პარაზიტი რექსი“ და მას ყველას ვურჩევ, ვინც მომისმენს.

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ მედიცინას არ გავყევი, მაინც დიდი მომხრე ვარ ფიზიკური აქტივობისა! წელიწადში 2000-3000 მილს გავდივარ ველოსიპედით, ვთამაშობ ფეხბურთის ლიგებში და ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა დავრბივარ და ვვარჯიშობ.
კოლეჯში მძლეოსნობის შეჯიბრში ვმონაწილეობდი ათჭიდში, რომელიც 10 სხვადასხვა შეჯიბრს მოიცავს ორი დღის მანძილზე (ყველაფერი, დაწყებული ერთი მილის გარბენით, დამთავრებული ბადროს ტყორცნითა და ჭოკით ხტომით).
პოლი ჭოკით ხტომის შეჯიბრზე.
მე და ჩემს მეუღლეს, კარენს, ასევე ძალიან მოგვწონს ფეხით სიარული, კემპინგი, მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად დასვენება. მე მწერების გადაღებასაც ვსწავლობ!
კარლის მიერ გადაღებული ჩვეულებრივი ჩოქელას სურათი.

რას ურჩევთ ბიოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს?

ბიოლოგია ბევრად უფრო მეტ მათემატიკასა და რიცხვებთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, ვიდრე ბევრ ადამიანს წარმოუდგენია. ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ რასაც არ უნდა ვსწავლობდეთ, გენებს, უჯრედებს, ორგანიზმებსა თუ ეკოსისტემებს, დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი და რთული ინფორმაციის შეგროვება შეგვიძლია. დროში უკან წასვლა რომ შემეძლოს, უფრო კარგად ვისწავლიდი მათემატიკასა და სტატისტიკას სკოლასა და კოლეჯში. გინდ დაიჯერეთ, გინდ — არა, ხშირად ხანის აკადემიის ვიდეოებსაც ვუყურებ ხოლმე, რომ კალკულუსი და ალბათობის თეორია გავიხსენო!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.