If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 5: მაკრომოლეკულები

300 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი

ამ თემის შესახებ

არსებობს ძველი გამონათქვამი, „შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ". გარკვეულწილად, ეს სიმართლეა! როდესაც მივირთმევთ საკვებს, ჩვენს ორგანიზმში ხვდება საკვებ პროდუქტში არსებული დიდი ზომის ორგანული მოლეკულები: ნახშირწყლები, ცილები, ლიპიდები (მაგალითად, ცხიმები), ნუკლეინის მჟავები (როგორიცაა დნმ). მათ იმისთვის ვიყენებთ, რომ მივაწოდოთ უჯრედებს ენერგია და განვაგრძოთ სხეულის „მშენებლობა". გაეცანით სხვადასხვა ტიპის მაკრომოლეკულებს, თუ რისგან შედგებიან ისინი და როგორ ხდება მათი შენება და შლა.
გაიგეთ მეტი მონომერების, პოლიმერების, დეჰიდრატაციის სინთეზისა და ჰიდროლიზის რექაციების შესახებ! ეს მოგამზადებთ მაკრომოლეკულების სხვადასხვა ტიპების უკეთ შესასწავლად.
გიყვართ ტკბილეული? გაიგეთ მეტი შაქრის მოლეკულების სხვადასხვა ტიპების შესახებ: მათი სტრუქტურა, ქიმიური ქცევა და როგორ შეუძლიათ შეერთება ჯაჟვების წარმოსაქმნელად. მთავარ როლს ასრულებენ: გლუკოზა (სისხლის შაქარი), საქაროზა (სუფრის შაქარი) და ფრუქტოზა (ხილის შაქარი).
იცოდი, რომ ცხიმები ლამაზი, პატარა მოლეკულები არიან ნახშირწყალბადის გრძელი კუდებით? ისწავლე ცხიმებისა და სხვა ლიპიდების სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ. ასეთი სტრუქტურებია, მაგალითად, ქოლესტერინი და ფოსფოლიპიდები, რომლებიც ქმნიან უჯრედის მემბრანას.
შეიძლება გსმენიათ, რომ დნმ არის „გენეტიკური მასალა." მაგრამ ზუსტად რა არის დნმ? გაიგეთ მეტი დნმ-სა და მისი ნუკლეინის მჟავას ბიძაშვილის, რნმ-ს სტრუქტურისა და თვისებების შესახებ.
ცილები: უჯრედის საოცარი მექანიზმები! გაიგეთ მეტი ამინომჟავების შესახებ, რომლებიდანაც ცილები მიიღება და როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს პეპტიდური ბმებით. სპეციალური ბონუსი: გაეცანით, როგორ იღებენ ცილები თავის ფორმას და რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი მათი ფუნქციონირებისთვის.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 300 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation