ძირითადი მასალა
ბიოლოგია
კურსი: ბიოლოგია > თემა 1
გაკვეთილი 1: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიოლოგიაში!მომზადება ბიოლოგიის შესასწავლად
ემზადებით ბიოლოგიის შესასწავლად? ალბათ, ჯერ ამ ფუნდამენტური საკითხების გახსენება დაგჭირდებათ!
რა უნდა ვიცოდე, სანამ ბიოლოგიის სწავლას დავიწყებ?
თუ შენ გაინტერესებს ბიოლოგია ან აპირებ მის სწავლას მომავალში, შეიძლება გაინტერესებს არსებობს თუ არა რამე „პრერეკვიზიტი", ანუ, საჭიროა თუ არა რამეს წინასწარ ცოდნა, რომ შეგეძლოს ბიოლოგიის სწავლა. თუ ეს ასეა, ყოჩაღ წინდახედულობისათვის!
ჩემი აზრით, ბიოლოგიის ერთადერთი პრერეკვიზიტებია ცნობისმოყვარეობა, გახსნილი გონება და კრიტიკულად აზროვნების სურვილი. თუ შენ ეს თვისებები გაგაჩნია, მაშინ შენ საკმარისი მონაცემები გაქ ბიოლოგიის სასწავლებლად, მთავარია მზად იყო გზადაგზა ისწავლო ცოტაოდენ ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა.
ბიოლოგიის სწავლა შეიძლება ბევრად უფრო გაგიადვილდეს, თუ გაგაჩნია რაიმე ცოდნა ჩამოთვლილ დარგებში, განსაკუთრებით ქიმიაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საკითხი, რომლის შესწავლა დაგეხმარებათ მაქსიმალურად აითვისოთ ხანის აკადემიის ბიოლოგიის მასალა (ან ნებისმიერი ბიოლოგიის კლასის).
ზოგადი სამეცნიერო უნარები
- სამეცნიერო კვლევის მეთოდი. გაინტერესებთ, რას ნიშნავს ჰიპოთეზა, ან როგორ უნდა შევამოწმოთ ის? რას იტყვით ექსპერიმენტებზე? ეს საბაზისო კონცეპტები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ბიოლოგიაში მოღვაწეობაში, არამედ მეცნიერების სხვა დარგებშიც!
ქიმია
- ზოგადი ქიმია. უკეთ შეისწავლე ატომები, მოლეკულები და მათი ზემოქმედება ერთმანეთზე. ბოლოს და ბოლოს ამისგან შედგები შენ (და ყველაფერი ცოცხალი)!
- მჟავა-ფუძიანობის ქიმია. იმ ქიმიური რეაქციების უმეტესობა, რომელიც ჩვენს სხეულში ხდება, არის წყალხსანრში მიმდინარე მჟავა-ფუძიანობის ქიმია. თქვენ ბიოქიმიაში ძალიან გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენენ მჟავები და ფუძეები.
ფიზიკა
- თერმოდინამიკის კანონები. გაიგეთ, რა არის ენერგია და რა კანონებს ემორჩილება მისი გადატანა. ენერგია მუდამ მოძრაობს ეკოსისტემაში, ორგანიზმებში და უჯრედებში. იგი არის უმთავრესი ამ სისტემების შენარჩუნებისათვის!
სტატისტიკა
- ალბათობის საფუძვლები. ალბათობა არის უმნიშვნელოვანესი ცნება ბიოლოგიისათვის. თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი წვრილმანის და ფორმულების დამახსოვრება, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ ძირითადი კონცეპტები, რომლებიც დაგეხმარებიან გენეტიკის და პოპულაციური გენეტიკის შესწავლაში.
- სტატისტიკა. გაიხსენეთ ის ძირითადი გზები, რომლითაც შეგვიძლია ავღწეროთ მონაცემების ერთობლიობა, მაგალითად საშუალო, მედიანა და მოდა. თუ თქვენ უფრო ჩაუღრმავდებით და ისწავლით ჰიპოთეზის შემოწმების ხერხებს, ამით საქმეს წინ წაიგდებთ!
მათემატიკა
- ალგებრის და გრაფიკების საფუძვლები. ბიოლოგიის საწყისების კლასების უმეტესობა არ არის ასეთი ორიენტირებული მათემატიკაზე, თუმცა ალგებრის საფუძვლების და გრაფიკების კარგი ცოდნა (მაგალითად, რას ნიშნავს დახრილობა) დაგეხმარებათ ბიოლოგიური ცხრილების და გრაფიკების გააზრებაში.
აუცილებელია ეს ყველაფერი ვიცოდე დაწყებამდე?
აუცილებელი არ არის! როგორც უკვე ვთქვი, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გზადაგზა ისწავლოთ. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ მზად ბიოლოგიის პარალელურად ეს საკითხებიც აითვისოთ. ამიტომ არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საკითხებში არ ხართ გაწაფულები.
კარგი მაგალითი: მე ვიყავი სამაგალითო ბავშვი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოემზადო ბიოლოგიის გაკვეთილებისათვის. არასდროს მისწავლია ფიზიკა უფროს კლასებში და არ გამივლია კოლეჯში სანამ მეორე კურსზე არ გადავედი! ასევე კოლეჯში სწავლის ბოლომდე ძალიან ჩამორჩენილი ვიყავი ქიმიაში. მსგავს დამოკიდებულებას არ გირჩევთ, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ბიოლოგიის სწავლა ისეთ ადამიანსაც შეუძლია რომელიც ჩამორჩენილია ბევრ პრერეკვიზიტში.
და თუ არ მომწონს [ქიმია/ფიზიკა/სტატისტიკა/მათემატიკა]?
არ შეაქციოთ ზურგი ბიოლოგიას, თუ ეს საკითხები არ მოგწონთ (ჯერ!). ბიოლოგია ძალიან ფართო და მრავალმხრივი სფეროა. ყველა ბიოლოგს სჭირდება ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის და სტატისტიკის ძირითადი, ფუნდამენტური ცოდნა, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ სფეროებში სპეციალისტი გახდეთ.
თუ თქვენ ამ საკითხებიდან რომელიმესთან ცუდი გამოცდილება გაქვთ მიღებული წარსულში, მიეცით კიდევ ერთი შანსი ხანის აკადემიაში! შეიძლება ბევრად უფრო სახალისო აღმოჩნდეს, ვიდრე გგონიათ!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- ფიზიკა ძალიან მიჭირს...ყოველგვარად ვცდილობ ვისწავლო... მაგრამ არ გამომდის :( გენეტიკურია ვითომ :) ? მამაჩემი ერკვევა :) სხვა ოჯახის წევრები ვერა... მამა ვერ მიხსნის, ჩვენშორის ყოველთვის კონფლიქტია :) დედა უცხო ენების სპეციალისტია... მათმათიკაში და ფიზიკაში 0-ლია. (გეომეტრია და ალგებრა მიყვარს, და არაჩვეულებრივად ვიცი, ქიმიას ბაბუა მიხსნის (ექიმია თირკმლის) ეს საგნები და დანარჩენები პრობლემა არაა მაგრამ ფიზიკაააა :(((( ) მშობლები ყოველგვარად ცდილობენ ხელი შემიწყონ, მაგრამ რა აზრი აქვს. ფიზიკაში ვერ ვერკვევი, და რა მაინტერესებს ეს ძალიან შემიშლის ხელს, ბიოლოგი რომ გამოვიდეე? :( კერძოდ ნაცხებზე, ბაქტერიებზე და დნმ-ებზე მუშაობა მსურს. არ მინდა რომ ჩემი ბავშვობის ოცნება რომელიც მიზნად მაქვს დასახული წყალშ ჩაიძიროს :) მაგრამ იმედი მაქვს რომ გამოვსწორდები და ოცნება ასრულდება... რადგან ყოველ ოცნებას აქს საფუძველი :))) და ის უბრალოდ არ ჩნდება, ის ასრულებადია :) <3(3 მოწონება)
- გამარჯობა, პირველ რიგში, დაგამშვიდებ და გეტყვი იმას, რომ ფიზიკა სულაც არაა რთული. პირიქით, ძალიან ძალიან მარტივია თუკი ზედმიწევნით გააზრებულად ისწავლი საწიყისებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცი მათემატიკა.
მე ვარ ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და ჩემს უნივერისტეტში, პირველ კურსზე ვისწავლეთ ფიზიკის საფუძვლები. ანუ ფიზიკა მინიმალურ დონეზე ასე თუ ისე ყველამ ვიცით. ცხადია, თუკი ფიზიკა არ გეცოდინება ეს იმას არ ნიშნავს რომ ბაქტერიების ამოცნობას ვერ მოახერხებ ან ბიოლოგიას ვერ გაუგებ ვერაფერს, უბრალოდ თუკი მიზნად გაქვს, რომ კარგი ბიოლოგი მეცნიერი იყო საჭიროა შეძლო პრობლემების გადაჭრა ფიზიკური, მათემატიკური და ქიმიური კუთითაც რაც ძალიან გაგიმარტივებს ბიოლოგიურ აზროვნებას. ამასთან ერთად, გაგიჩნდება ბევრად მეტი შეკითხვა და იდეები, რაც ყველაზე მთავარია მეცნიერებაში. ასე, რომ არ შეშინდე .(2 მოწონება)
- შეგიძლიათ სისხლის მიმოქცევის წრეებზე დამიწეროთ რამე? პროექტი უნდა გავაკეთო(1 მოწონება)
- გამარჯობა ლიზა. ხანის აკადემიის საიტზე ბევრი მასალის პოვნაა შესაძლებელი, მათ შორის https://ka.khanacademy.org/science/high-school-biology/hs-human-body-systems/hs-the-circulatory-and-respiratory-systems/a/hs-the-circulatory-system-review
წარმატებებს გისურვებთ!(1 მოწონება)
- გამარჯობა!
მედიცინის მიმართულებით მინდა სწავლა ბიოლოგიის და სავალდებულოა მათემატიკა ვიცოდე კარგ დონეზე?(1 მოწონება) - გამარჯობა, მეცხრე კლასი დავამთავრე და ვთვლი, რომ ქიმია არ ვიცი. ელემენტარულები მესმის მაგრამ როგორცკი ოდნავ რთულდება ესევე ერთ ადგილზე ვრჩები. ვთვლი რომ ქიმია საჩემო არაა. მათემატიკა ვიცი ფიზიკაც მესმის, მაგრამ ქიმიას ვერანაირად ვერ გავუგე. მომავალში სამედიცინოზე სწავლას ვაპირებ და მაინტერესებს ქიმის შედარებით დაბალი დონე დიდ პრობლემას შემიქმნის? შევძლებ გამოვიდე ექიმი ისე რომ ქიმიის დიდად არ მესმოდეს?(1 მოწონება)
- რა პროცესი არ ხდება სისხლში მარილის კონსტენსტაცის მომატებისას(1 მოწონება)
- მარილის ჭარბი ოდენობა ხელს უწყობს გულის, ტვინისა და არტერიული წნევის პროვოცირებას, არღვევს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს, რასაც საბოლოოდ მივყავართ თირკმლებში სითხის მომატებასთან. მომატებული შეშუპებით მეტი რაოდენობის სისხლი გადადის ვენებიდან, რაც საფრთხეს უქმნის ჰიპერტენზიის განვითარებას. მარილის დიდი დოზა ხელს უშლის ტვინის შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას.(1 მოწონება)
- რა პროცესი არ ხდება სისხლში მარილის კონსტენსტაცის მომატებისას(1 მოწონება)
- არ ხდება სისხლის მიერ წყლის ნორმალური რაოდენობით მიწოდება უჯრედებამდე, რაც იწვევს ორგანიზმში სითხის შემცველობის შემცირებას. (ეს იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას)(1 მოწონება)
- წონასწორობის რეცეპტორები მოთავსებულია(1 მოწონება)
- გამარჯობათ, მაინტერესებს კომის დროს როგორ მდგომარეობაში იმყოფება ტვინი და მაქსიმუმ რამდენ ხანს გრძელდება კომა?(1 მოწონება)
- ras sheiswavlis biologia(0 მოწონება)
- ბიოლოგია შეისწავლის ისცოცხლეს.მცენარეებს,ბაქტერიებს ,ცხოველებს და სცვ.(0 მოწონება)