If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 27: ადამიანის ბიოლოგია

ამ თემის შესახებ

თქვენი სხეული არის არაჩვეულებრივი სისტემა! ადამიანის სხეული შედგება ორგანოების ჯგუფებისგან, რომლებსაც ორგანოთა სისტემებს ვუწოდებთ, ისინი ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სხეულში არსებული ბალანსი. ამ სექციაში ჩვენ მიმოვიხილავთ სისხლის მიმოქცევის სისტემას, ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემასა და სხვა. ისწავლეთ იმ გასაოცარი ბიოლოგიის შესახებ, რომელიც თქვენ სხეულს ამუშავებს!

ადამიანებს ძალიან გვიყვარს ჟანგბადის სუნთქვა. ეს ასე იმიტომაა, რომ ჩვენი სხეულის უჯრედები დაიხოცებიან, თუ არ მიიღებენ ჟანგბადს, რომელიც მათ ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ამ სტატიებში აღწერილია, როგორ მიმოიცვლება აირები სისხლსა და ჩვენი ფილტვების ატმოსფეროს შორის, და როგორ იტუმბება ჟანგბადი მთელ სხეულში სისხლისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით.
ნეირონები არიან სპეციალიზირებული უჯრედები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენს სხეულს შეუძლია სწრაფად სიგნალის გადაცემა ერთი ნაწილიდან მეორეში. ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ ნეირონის ანატომიას და იმ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ნეირონები გადასცემენ სიგნალებს.

ისწავლეთ

როგორ ვიშორებთ არასასურველ ნივთიერებებს ორგანიზმიდან? თირკმელის მეშვეობით. ამ გაკვეთილში ვისწავლით, თუ როგორ მუშაობენ თირკმელები.
კუნთების გარეშე ჩვენ თითქმის ვერაფერს გავაკეთებთ. ამ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლით, რა არის კუნთოვანი უჯრედი და როგორ იკუმშებიან ისინი ჩვენი სხეულის გასამოძრავებლად.
როგორ იცავს თქვენი სხეული თავს შემოჭრილი ორგანიზმებისგან, მაგალითად, დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსებისგან? გაიგეთ უფრო მეტი თქვენი იმუნური სისტემის შესახებ, რა ტიპის უჯრედებითაა ის აგებული და რა გზებით ახერხებს ის თქვენს დაცვას საზიანო მიკრობებისგან (პათოგენებისგან).
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation