If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 15: ცენტრალური დოგმა (დნმ-იდან რნმ-ში და რნმ-იდან ცილაში)

ამ თემის შესახებ

როგორ იძლევა დნმ-ში არსებული გენი ინსტრუქციებს ცილის სინთეზისთვის? გენის ექსპრესიისას დნმ-ს მიმდევრობა ჯერ კოპირდება, რომ შეიქმნას რნმ-ს მოლეკულა, რომელიც შემდეგ „იშიფრება", რომ მოხდეს ცილის სინთეზი. გაიგეთ მეტი ამ შესანიშნავი პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ყველა ცოცხალ ორგანიზმში.

გაეცანით მოლეკულური ბიოლოგიის „ცენტრალურ დოგმას"! გაიგეთ, როგორ გადაიწერება გენის დნმ რნმ-ზე (ტრანსკრიფცია), რომელიც შემდეგ „იშიფრება" და მასში ჩაწერილი ინფორმაციის მიხედვით სპეციფიკური ამინომჟავური თანმიმდევრობის მქონე ცილა იწყობა (ტრანსლაცია).
ტრანსკრიფცია არის გენის ექსპრესიის პირველი საფეხური. ის მოიცავს კოპირებას, ანუ, გადაწერას დნმ-ს მონაკვეთისა, მსგავსი ანბანის მქონე რნმ-ს ნუკლეოტიდებში. გაიგეთ მეტი ამ გადამწყვეტ უჯრედულ პროცესზე.
ტრანსლაციის დროს ი-რნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა „იშიფრება", რათა სპეციფიკური ცილის ამინომჟავური თანმიმდევრობა გაირკვევს. გაიგეთ მეტი ამ პროცესის საფეხურებისა და მისი განმახორციელებელი მოლეკულების შესახებ.
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation