ძირითადი მასალა
თემა 6: ენერგია და ფერმენტები
500 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
თქვენ, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ხართ ენერგიის საოცარი გარდამქმნელი. მაშინ, როდესაც კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი სხეული დაკავებულია საკვებში არსებული ქიმიური ენერგიის კინეტიკურ და თერმულ ენერგიაში გარდაქმნით. შეიტყვე მეტი, თუ როგორ მუშაობს ბიოლოგიური ენერგიის გარდაიქმნა. აგრეთვე, გაიგე თუ, როგორ მართავენ უჯრედში არსებულ მეტაბოლურ მოძრაობას სპეციალური ცილები, სახელად ფერმენტები.გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას თქვენს სხეულში? პასუხი სავარაუდოდ არის „არა" (თუკი ახლახან რაიმე კოფეინიანი არ მიგიღიათ), მაგრამ ენერგია თქვენს სხეულში გამუდმებით ტრანსფორმირდება. გაეცანით ენერგიის სხვადასხვა ტიპებს, მათ ურთიერთშენაცვლებას და აღმოაჩინეთ მეტაბოლური „მოძრაობა", რომელიც თქვენს თითოეულ უჯრედში ხდება.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- მეტაბოლიზმიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის კანონებისგან გათავისუფლება სახალისოდ ჟღერს (ფრენა ხომ არავის გინდათ?), აღმოჩნდა, რომ უჯრედები და ცოცხალი ორგანიზმები, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, სწორედ ამ კანონებს ემორჩილებიან. ისწავლეთ მეტი თერმოდინამიკის კანონების შესახებ და გაიგეთ, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი ენერგიის გადაცემას ბიოლოგიურ სისტემებში.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ენერგია და თერმოდინამიკამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
არ ხარ დარწმუნებული, ქიმიური რეაქცია სპონტანურია თუ არა (წარიმართება ენერგიის დამატების გარეშე)? პასუხის გაცემაში გიბსის თავისუფალი ენერგია დაგეხმარება! ისწავლე გიბსის თავისუფალი ენერგიის ცვლილების (ΔG) შესახებ და გაიგეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის რეაქციის სპონტანურობის გარკვევაში.
შენ, ალბათ, გსმენია, რომ ატფ უჯრედში „ენერგიის ვალუტაა". მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს? გაიგე, როგორ ინახავს ატფ ენერგიას და როგორ წარმართავს მისი დაშლა (ჰიდროლიზი) უჯრედულ რეაქციებს, რომლებსაც ენერგია სჭირდებათ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ატფ და შეჭიდული რეაქციებიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ნებისმიერ წამს მცირე ზომის მოლეკულური მანქანები - ფერმენტები - გაუჩერებლად მუშაობენ შენს უჯრედებში, აკატალიზებენ და წარმართავენ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც სიცოცხლეს გინარჩუნებენ. გაიგე მეტი, თუ როგორ აჩქარებენ ფერმენტები რეაქციებს და წარმართავენ მეტაბოლურ „მოძრაობას" უჯრედებში.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ფერმენტები და აქტივაციის ენერგიამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ფერმენტები შეიძლება აკონტროლებენ ქიმიურ რეაქციებს, მაგრამ რა აკონტროლებს თვითონ ფერმენტებს? აღმოჩნდა, რომ ფერმენტების „ჩართვა" - „გამორთვა" მრავალი სახის მოლეკულის მეშვეობით ხორციელდება. ზოგიერთი მათგანი როგორც წესი, უჯრედებში გვხვდება, სხვები კი გარედან შემოდის. გაეცანით ფერმენტის რეგულატორების სხვადასხვა ტიპებს, რომლებიც მოიცავს: ნერვულ აირს, აივ მედიკამენტებს და მეტაბოლური გზების საბოლოო პროდუქტებს.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ფერმენტთა რეგულაცია და ინჰიბირება. მოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!თემის ტესტი
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation