თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

თემა 23: ეკოლოგია

800 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

პოლარული დათვები მხოლოდ არქტიკაში რატომ ბინადრობენ? რატომ იზრდება ობის სოკო თქვენს საშხაპეში და (იმედია) არა - უჯრაში? გაიგეთ, როგორ შეისწავლიან ეკოლოგები ორგანიზმთა ურთიერთქმედებას ერთმანეთთან და გარემოსთან, როგორ გავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება ამ ორგანიზმების გავრცელების ადგილზე, მათ რიცხვსა და ტიპებზე.

ეკოლოგიის საკვანძო კონცეფციების მიმოხილვას ეძებთ? უბრალოდ, გაინტერესებთ, რა ჯანდაბაა ეკოლოგია? სწორ ადგილას მოხვდით! ისწავლეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმები ერთმანეთსა და თავიანთ გარემოსთან, რათა წარმოქმნან საოცრად კომპლექსური და შესანიშნავი ქსელები.
რომელი პოპულაციის ნაწილი ხართ თქვენ? შეგვიძლია, ადამიანები და სხვა ორგანიზმები პოპულაციებში გავანაწილოთ - ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთისა და იმავე სახეობის ორგანიზმთა ჯგუფებში. ისწავლეთ ის ხერხები, რომელთა მეშვეობითაც ეკოლოგები შეისწავლიან პოპულაციებს და განსაზღვრავენ, როგორ შეიცვლება მათი რიცხოვნობა მომავალში.
ნებისმიერ სახეობას შეუძლია, მარტოოდენ რეპროდუქციით დაფაროს მთლიანი დედამიწა, თუკი უსაზღვრო რაოდენობის რესურსებზე ექნება წვდომა. მათ შორის ბაქტერიებს, ჭიებსა და გველებს, რომლებმაც, ალბათ, სულაც არ გინდათ, რომ ოთხი ფუტის სიმაღლეზე დაფარონ დედამიწის ზედაპირი! ისწავლეთ, როგორ იზრდებიან პოპულაციები და რატომ აქვთ ბუნებაში მობინადრე რეალურ პოპულაციებს ზრდის შეზღუდვები.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
მარტო მყოფი პოპულაციები მშვენივრად გრძნობენ თავს. მაგრამ რა ხდება, როდესაც მრავალი სხვადასხვა სახეობის ბევრი პოპულაცია ერთად იყრის თავს? კიდევ უფრო მაგარი რამ – ვიღებთ ეკოლოგიურ თანასაზოგადოებას! გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სახეობები ერთმანეთთან თანასაზოგადოებებში.
რა ხდის თანასაზოგადოებას მეტად ან ნაკლებად მდგრადს დარღვევების მიმართ? რა ხდება, როდესაც ინვაზიური სახეობა ახალ გარემოში შეყავთ? გაიგეთ, როგორ შეგვიძლია ეკოლოგიური თანასაზოგადოების სტრუქტურის აღწერა და რატომ არის უფრო მრავალფეროვანი ეკოლოგიური თანასაზოგადოება უფრო მეტად სტაბილურიც.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
რა არის ეკოსისტემა? ნუ...იგი შეიძლება, მოქცევითი წყალსატევივით პატარა იყოს ან ამაზონის ჯუნგლებივით დიდი, თუმცა რა ზომისაც არ უნდა იყოს ეკოსისტემა, იგი თანასაზოგადოებისა (სახეობათა პოპულაციების ურთიერთქმედებების) და მისი ფიზიკური გარემოსგან შედგება. გაიგეთ ეკოსისტემათა განსხვავებული ტიპების შესახებ და ისწავლეთ, თუ როგორ მიედინება ენერგია ეკოლოგიურ თანასაზოგადოებებში.
„ატომები გადამუშავდება“. შესაძლოა, ეს საოცრად არ ჟღერდეს, თუმცა ამას ამგვარად შეხედეთ: თქვენს სხეულში ახლა არსებულ ატომთაგან ზოგიერთი ოდესღაც ხეების, ქანების, სხვადასხვა ცხოველის, სხვა ადამიანებისა თუ თვით დინოზავრების შემადგენელი ნაწილები იყვნენ! გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გადამუშავდება მატერია დედამიწის ეკოსისტემებში და რატომ არის წყლის, ნახშირბადის, აზოტისა და ფოსფორის წრებრუნვები ასე მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ცხოველებისა და მცენარეების განსხვავებული ტიპები სხვადასხვა ადგილას ბინადრობენ? გაიგეთ, რა ფაქტორები დგას სახეობათა განაწილებისა და სიმრავლის უკან.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 800 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation