ძირითადი მასალა
თემა 23: ეკოლოგია
800 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
პოლარული დათვები მხოლოდ არქტიკაში რატომ ბინადრობენ? რატომ იზრდება ობის სოკო თქვენს საშხაპეში და (იმედია) არა - უჯრაში? გაიგეთ, როგორ შეისწავლიან ეკოლოგები ორგანიზმთა ურთიერთქმედებას ერთმანეთთან და გარემოსთან, როგორ გავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება ამ ორგანიზმების გავრცელების ადგილზე, მათ რიცხვსა და ტიპებზე.ეკოლოგიის საკვანძო კონცეფციების მიმოხილვას ეძებთ? უბრალოდ, გაინტერესებთ, რა ჯანდაბაა ეკოლოგია? სწორ ადგილას მოხვდით! ისწავლეთ, როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმები ერთმანეთსა და თავიანთ გარემოსთან, რათა წარმოქმნან საოცრად კომპლექსური და შესანიშნავი ქსელები.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- შესავალი ეკოლოგიაშიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
რომელი პოპულაციის ნაწილი ხართ თქვენ? შეგვიძლია, ადამიანები და სხვა ორგანიზმები პოპულაციებში გავანაწილოთ - ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთისა და იმავე სახეობის ორგანიზმთა ჯგუფებში. ისწავლეთ ის ხერხები, რომელთა მეშვეობითაც ეკოლოგები შეისწავლიან პოპულაციებს და განსაზღვრავენ, როგორ შეიცვლება მათი რიცხოვნობა მომავალში.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- პოპულაციური ეკოლოგიამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ნებისმიერ სახეობას შეუძლია, მარტოოდენ რეპროდუქციით დაფაროს მთლიანი დედამიწა, თუკი უსაზღვრო რაოდენობის რესურსებზე ექნება წვდომა. მათ შორის ბაქტერიებს, ჭიებსა და გველებს, რომლებმაც, ალბათ, სულაც არ გინდათ, რომ ოთხი ფუტის სიმაღლეზე დაფარონ დედამიწის ზედაპირი! ისწავლეთ, როგორ იზრდებიან პოპულაციები და რატომ აქვთ ბუნებაში მობინადრე რეალურ პოპულაციებს ზრდის შეზღუდვები.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- პოპულაციის ზრდა და რეგულაციამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
მარტო მყოფი პოპულაციები მშვენივრად გრძნობენ თავს. მაგრამ რა ხდება, როდესაც მრავალი სხვადასხვა სახეობის ბევრი პოპულაცია ერთად იყრის თავს? კიდევ უფრო მაგარი რამ – ვიღებთ ეკოლოგიურ თანასაზოგადოებას! გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სახეობები ერთმანეთთან თანასაზოგადოებებში.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- თანასაზოგადოებათა ეკოლოგიამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
რა ხდის თანასაზოგადოებას მეტად ან ნაკლებად მდგრადს დარღვევების მიმართ? რა ხდება, როდესაც ინვაზიური სახეობა ახალ გარემოში შეყავთ? გაიგეთ, როგორ შეგვიძლია ეკოლოგიური თანასაზოგადოების სტრუქტურის აღწერა და რატომ არის უფრო მრავალფეროვანი ეკოლოგიური თანასაზოგადოება უფრო მეტად სტაბილურიც.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- თანასაზოგადოების სტრუქტურა და მრავალფეროვნებამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
რა არის ეკოსისტემა? ნუ...იგი შეიძლება, მოქცევითი წყალსატევივით პატარა იყოს ან ამაზონის ჯუნგლებივით დიდი, თუმცა რა ზომისაც არ უნდა იყოს ეკოსისტემა, იგი თანასაზოგადოებისა (სახეობათა პოპულაციების ურთიერთქმედებების) და მისი ფიზიკური გარემოსგან შედგება. გაიგეთ ეკოსისტემათა განსხვავებული ტიპების შესახებ და ისწავლეთ, თუ როგორ მიედინება ენერგია ეკოლოგიურ თანასაზოგადოებებში.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელებიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
„ატომები გადამუშავდება“. შესაძლოა, ეს საოცრად არ ჟღერდეს, თუმცა ამას ამგვარად შეხედეთ: თქვენს სხეულში ახლა არსებულ ატომთაგან ზოგიერთი ოდესღაც ხეების, ქანების, სხვადასხვა ცხოველის, სხვა ადამიანებისა თუ თვით დინოზავრების შემადგენელი ნაწილები იყვნენ! გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გადამუშავდება მატერია დედამიწის ეკოსისტემებში და რატომ არის წყლის, ნახშირბადის, აზოტისა და ფოსფორის წრებრუნვები ასე მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ბიოგეოქიმიური ციკლებიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ცხოველებისა და მცენარეების განსხვავებული ტიპები სხვადასხვა ადგილას ბინადრობენ? გაიგეთ, რა ფაქტორები დგას სახეობათა განაწილებისა და სიმრავლის უკან.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- ბიომრავალფეროვნებამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 800 ქულა!თემის ტესტი
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation