If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 18: განვითარების ბიოლოგია

ამ თემის შესახებ

იცოდით, რომ ბაყაყები განვითარებას ერთი უჯრედიდან იწყებენ? სინამდვილეში ამას აკეთებენ ძაღლებიც, სპილოებიც და ადამიანებიც! ისწავლეთ, თუ როგორ იძენენ მრავალუჯრედიანი ორგანიზმები განსხვავებული სახის უჯრედებს, რომლებიც ლაგდებიან ქსოვილებში და ორგანიზმის ორგანოებში.

როგორ ჩნდება თქვენს სხეულში ამდენი განსხვავებული უჯრედი, ცხვირში არსებული ყნოსვითი რეცეპტორებიდან ღვიძლში არსებულ დეტოქსიფიკატორ უჯრედებამდე? ისწავლეთ, როგორ იძენენ უჯრედები სპეციალიზაციას განვითარების პროცესში და იმ გენურ აქტივობებზე, რომლებიც მათ „ბედს" განსაზღვრავს.
ოდესმე გინახავთ, ბუზს ფეხები თავიდან ეზრდებოდეს? ან ორი ტრიტონი თუ გინახავთ, მუცლებით შეერთებულები? თუ არა, წაიკითხეთ (და უყურეთ)! ამ სტატიაში გავიგებთ, რა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მოლეკულური სიგნალები და ტრანსკრიფციის ფაქტორები მრავალუჯრედიანი ორგანიზმების განვითარების რეგულაციაში და როგორ შეიძლება, ამ სიგნალების ცვლილებამ მკვეთრად გამოხატული შედეგები გამოიწვიოს.
იცოდით, რომ თქვენი ხელები და ფეხები თავიდან ნიჩბებს ჰგავდნენ? თქვენი თითები აპოპტოზის, ანუ, უჯრედების კონტროლირებადი დაპროგრამებული სიკვდილის შედეგია. ისწავლეთ მეტი აპოპტოზის შესახებ და თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი განვითარებისას (ასევე, ზრდასრულ სხეულში).
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation