ძირითადი მასალა
თემა 13: კლასიკური და მოლეკულური გენეტიკა
600 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
ოდესმე ვინმეს უთქვამს თქვენთვის, რომ დედის თვალები გაქვთ ან ბაბუის ცხვირი? გაიგეთ, რატომ გვხვდება ერთნაირი თვისებები ოჯახში და როგორ გადაეცემა ისინი თაობიდან თაობას. ჩვენ ვნახავთ მენდელის მემკვიდრეობითბის მოდელს, თუ როგორ გადახედეს და განავრცეს იგი გასულ 150 წელიწადში და გავეცნობით გენების თანამედროვე კონცეპტს.1850 წელს, ავსტრიელმა ბერმა გრეგორ მენდელმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე გენეტიკას. გაიგეთ მეტი სეგრეგაციის კანონზე, გენების დამოუკიდებელ განაწილების კანონზე და მენდელის მოდელის სხვა ძირითად ელემენტებზე.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- მონოჰიბრიდული პენეტის ცხრილიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- დიჰიბრიდული პენეტის ცხრილიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
მენდელის მოდელი დღესაც ჩვენი მემკვიდრეობითობის ცოდნის საფუძველია, თუმცა მისი შექმნიდან გასულ 150 წელიწადში ეს მოდელი ბევრჯერ გადაიხედა და განივრცო. შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის ყველა იმ თავისებურების ასახსნელად, რაც გარშემო სამყაროში გვხვდება. გაიგეთ მეტი მენდელის მოდელის სახესხვაობების შესახებ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- არამენდელისეული გენეტიკამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
როგორ დაეხმარნენ ხილის ბუზები მკვლევარებს იმის აღმოჩენაში, რომ გენები ქრომოსომებზეა განთავსებული? გაიგეთ, თუ როგორ ახდენს გავლენას გენის ადგილმდებარეობა ქრომოსომაზე მის მემკვიდრეობით გადაცემაზე.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- რეკომბინაციის სიხშირე და გენეტიკური კარტოგრაფირებამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
რა არის გენების ქრომოსომებზე მდებარეობის შედეგი? ბევრი საინტერესო რამ! როცა გენები X ან Y ქრომოსომაზეა მოთავსებული, ისინი სქესთან შეჭიდულად გადაეცემა. ქრომოსომების ზედმეტი ან ნაკლები რაოდენობა ორგანიზმში გენეტიკურ დაავადებებს იწვევს, მიტოქონდრიებში ან ქლოროპლასტებში მოთავსებული გენები კი უჩვეულო თავისებურებებით გადაეცემა მემკვიდრეობით.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისებებიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- X ქრომოსომის ინაქტივაცია და ანევპლოიდიამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
მენდელის „მემკვიდრეობითი ფაქტორები", რომელთაც ახლა გენებს ვუწოდებთ, სინამდვილეში ქრომოსომებში არსებული დნმ-ის მონაკვეთებია. ისწავლეთ, როგორ აწვდის გენი უჯრედს ცილაზე ინფორმაციას ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის პროცესში და გაიგეთ, რა არის ალელები - გენის განსხვავებული ვერსიები, დნმ-ის განსხვავებული თანმიმდევრობით.
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 600 ქულა!თემის ტესტი
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation