If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 13: კლასიკური და მოლეკულური გენეტიკა

600 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

ოდესმე ვინმეს უთქვამს თქვენთვის, რომ დედის თვალები გაქვთ ან ბაბუის ცხვირი? გაიგეთ, რატომ გვხვდება ერთნაირი თვისებები ოჯახში და როგორ გადაეცემა ისინი თაობიდან თაობას. ჩვენ ვნახავთ მენდელის მემკვიდრეობითბის მოდელს, თუ როგორ გადახედეს და განავრცეს იგი გასულ 150 წელიწადში და გავეცნობით გენების თანამედროვე კონცეპტს.

1850 წელს, ავსტრიელმა ბერმა გრეგორ მენდელმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე გენეტიკას. გაიგეთ მეტი სეგრეგაციის კანონზე, გენების დამოუკიდებელ განაწილების კანონზე და მენდელის მოდელის სხვა ძირითად ელემენტებზე.
მენდელის მოდელი დღესაც ჩვენი მემკვიდრეობითობის ცოდნის საფუძველია, თუმცა მისი შექმნიდან გასულ 150 წელიწადში ეს მოდელი ბევრჯერ გადაიხედა და განივრცო. შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის ყველა იმ თავისებურების ასახსნელად, რაც გარშემო სამყაროში გვხვდება. გაიგეთ მეტი მენდელის მოდელის სახესხვაობების შესახებ.
როგორ დაეხმარნენ ხილის ბუზები მკვლევარებს იმის აღმოჩენაში, რომ გენები ქრომოსომებზეა განთავსებული? გაიგეთ, თუ როგორ ახდენს გავლენას გენის ადგილმდებარეობა ქრომოსომაზე მის მემკვიდრეობით გადაცემაზე.
რა არის გენების ქრომოსომებზე მდებარეობის შედეგი? ბევრი საინტერესო რამ! როცა გენები X ან Y ქრომოსომაზეა მოთავსებული, ისინი სქესთან შეჭიდულად გადაეცემა. ქრომოსომების ზედმეტი ან ნაკლები რაოდენობა ორგანიზმში გენეტიკურ დაავადებებს იწვევს, მიტოქონდრიებში ან ქლოროპლასტებში მოთავსებული გენები კი უჩვეულო თავისებურებებით გადაეცემა მემკვიდრეობით.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 480 ქულა
მენდელის „მემკვიდრეობითი ფაქტორები", რომელთაც ახლა გენებს ვუწოდებთ, სინამდვილეში ქრომოსომებში არსებული დნმ-ის მონაკვეთებია. ისწავლეთ, როგორ აწვდის გენი უჯრედს ცილაზე ინფორმაციას ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის პროცესში და გაიგეთ, რა არის ალელები - გენის განსხვავებული ვერსიები, დნმ-ის განსხვავებული თანმიმდევრობით.
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 600 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation