If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 9: უჯრედული სუნთქვა

500 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

როგორ იღებენ უჯრედები ენერგიას იმ საკვებიდან, რასაც მიირთმევთ? როგორც ჩანს, უჯრედებს აქვთ მეტაბოლური გზების ჩინებული ქსელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ამ დავალებას. შეიტყვე მეტი უჯრედულ სუნთქვაზე, ფერმენტაციასა და სხვა პროცესებზე, რომლებიც გვაძლევენ ენერგიას ენერგეტუკულად საწვავი მოლეკულებისგან (მაგალითად, გლუკოზისგან).

როგორ იღებს შენი სხეული ენერგიას სასუსნავისგან, რომელიც ახლახან მიირთვი? გაიგე, როგორ იღებენ უჯრედები ენერგიას საწვავი მოლეკულებისგან, რა არის ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი ამ დაშლის პროცესში.
სანამ მნიშვნელოვან დეტალებზე გადახვიდოდე, საერთო სურათს უნდა გაეცნო. გაიგე ამ პროცესის განსხვავებული ეტაპების შესახებ და ნახე, თუ როგორ ერგებიან ისინი ერთმანეთს.
გლიკოლიზი სიტყვასიტყვით „შაქრის გახლიჩვას" ნიშნავს, და, მართლაც, ეს მეტაბოლური გზა გლუკოზას ორ სამნახშირბადიან მოლეკულად ხლეჩს. ისწავლე გლიკოლიზის საფეხურები და გაიგე, თუ როგორ გამოიყენება ის როგორც უჯრედულ სუნთქვაში, ასევე ფერმენტაციაში.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
გლიკოლიზის დროს გლუკოზას მოლეკულადან ენერგიის მცირე ნაწილი „ამოიღება", მაგრამ ლიმონმჟავას ციკლი კიდევ უფრო მეტ ენერგიას „გამოწურავს" ამ შაქრიდან. გაეცანით ამ ციკლის საფეხურებს, გაიგეთ, როგორ იღებს იგი ენერგიას გლუკოზადან და როგორ ქმნის მის საწვავს აცეტილ CoA (გლიკოლიზის დროს პირუვატის დაჟანგვით მიღებული).
ჟანგვითი ფოსფორილირება უჯრედულ სუნთქვაში ატფ-ის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს. გაიგე, თუ როგორ იყენებს ჟანგვითი ფოსფორილირება ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვს ატფ-ის სინთეზისთვის.
ენერგეტიკული უჯრედისგან ენერგიის გამოთავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს! გაეცანით, თუ როგორ შლის უჯრედი ენერგეტიკულ მოლეკულას უჟანგბადო პირობებში, როგორ შეიძლება, უჯრედულ სუნთქვაში ჩაერთონ გლუკოზისაგან გასხვავებული მოლეკულები და როგორ რეგულირდება უჯრედული სუნთქვა.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation