If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 12: უჯრედის გაყოფა

500 შესაძლო დახელოვნების ქულა

ამ თემის შესახებ

ყველა ცოცხალი არსება, თქვენი ჩათვლით, შედგება უჯრედებისგან. გაიგე, თუ როგორ იყოფიან უჯრედები მიტოზის და მეიოზის საშუალებით, თუ როგორ კონტროლირდება უჯრედული ციკლი თუ როგორ შეიძლება, უჯრედულ ციკლში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვიოს კიბო.

უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დნმ-ის მაქსიმალურად ზუსტად გაყოფაა (დნმ-ის არასწორი გაყოფა = უფუნქციო უჯრედისა და მეტიც, ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკი!). გაიგეთ, როგორ უკავშირდება დნმ ცილებს და წარმოქმნის ქრომოსომებს, რატომ აქვთ სხვადასხვა სახის უჯრედებს ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვი და რა ნაწილებისგან შედგება ქრომოსომა.
წარმოიდგინეთ, რომ იდაყვი გადაიხეხეთ! ვაი! მცირე დისკომფორტის შეგრძნებასთან ერთად თქვენ ბლომად კანის უჯრედებიც დაკარგეთ. როგორ წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი ახალ უჯრედებს დაზიანებულის ან დაკარგულის ჩასანაცვლებლად? დარჩენილი უჯრედების ნაწილი იყოფა (მიტოზით), რათა ახალი, ჯანმრთელი, ჩამნაცვლებელი უჯრედები წარმოიქმნას. გაიგეთ მეტი მიტოზისა და უჯრედთა გაყოფის შესახებ.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 160 ქულა
ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებს ქრომოსომათა ორი სრული ნაკრები აქვთ, სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს კი - მხოლოდ ერთი. მაშინ, როგორ წარმოიქმნება ეს ორი სახის უჯრედი? პასუხი გაყოფის ორსაფეხურიანი პროცესი, მეიოზია. ისწავლეთ მეტი მეიოზის შესახებ და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს იგი გენეტიკურ მრავალფეროვნებას ადამიანებში (და სხვა სქესობრივად გამრავლებად ორგანიზმებში).
თქვენს ორგანიზმში უჯრედები მუდმივად იყოფა. თუ უჯრედი ჯანმრთელია, მისი გაყოფა ძალიან მოწესრიგებული პროცესია და მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა პირობები შესაბამისია. ავთვისებიანი უჯრედები, მეორე მხრივ, უკონტროლოდ იყოფა. გაიგეთ მეტი უჯრედის ციკლის კონტროლის, სიმსივნური და ღეროვანი უჯრედების შესახებ.
განივითარეთ ზედა უნარები და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 240 ქულა
შემდეგ თქვენთვის:

თემის ტესტი

განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation