ძირითადი მასალა
თემა 12: უჯრედის გაყოფა
500 შესაძლო დახელოვნების ქულა
დახელოვნებული
გაწაფული
ნავარჯიშები
დაწყებული
არაა დაწყებული
შუალედური ტესტი
თემის ტესტი
ამ თემის შესახებ
ყველა ცოცხალი არსება, თქვენი ჩათვლით, შედგება უჯრედებისგან. გაიგე, თუ როგორ იყოფიან უჯრედები მიტოზის და მეიოზის საშუალებით, თუ როგორ კონტროლირდება უჯრედული ციკლი თუ როგორ შეიძლება, უჯრედულ ციკლში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვიოს კიბო.უჯრედის გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დნმ-ის მაქსიმალურად ზუსტად გაყოფაა (დნმ-ის არასწორი გაყოფა = უფუნქციო უჯრედისა და მეტიც, ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკი!). გაიგეთ, როგორ უკავშირდება დნმ ცილებს და წარმოქმნის ქრომოსომებს, რატომ აქვთ სხვადასხვა სახის უჯრედებს ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვი და რა ნაწილებისგან შედგება ქრომოსომა.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- უჯრედის გაყოფის შესავალიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
წარმოიდგინეთ, რომ იდაყვი გადაიხეხეთ! ვაი! მცირე დისკომფორტის შეგრძნებასთან ერთად თქვენ ბლომად კანის უჯრედებიც დაკარგეთ. როგორ წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი ახალ უჯრედებს დაზიანებულის ან დაკარგულის ჩასანაცვლებლად? დარჩენილი უჯრედების ნაწილი იყოფა (მიტოზით), რათა ახალი, ჯანმრთელი, ჩამნაცვლებელი უჯრედები წარმოიქმნას. გაიგეთ მეტი მიტოზისა და უჯრედთა გაყოფის შესახებ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- კითხვები მიტოზზემოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებს ქრომოსომათა ორი სრული ნაკრები აქვთ, სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს კი - მხოლოდ ერთი. მაშინ, როგორ წარმოიქმნება ეს ორი სახის უჯრედი? პასუხი გაყოფის ორსაფეხურიანი პროცესი, მეიოზია. ისწავლეთ მეტი მეიოზის შესახებ და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს იგი გენეტიკურ მრავალფეროვნებას ადამიანებში (და სხვა სქესობრივად გამრავლებად ორგანიზმებში).
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- მეიოზიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
თქვენს ორგანიზმში უჯრედები მუდმივად იყოფა. თუ უჯრედი ჯანმრთელია, მისი გაყოფა ძალიან მოწესრიგებული პროცესია და მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა პირობები შესაბამისია. ავთვისებიანი უჯრედები, მეორე მხრივ, უკონტროლოდ იყოფა. გაიგეთ მეტი უჯრედის ციკლის კონტროლის, სიმსივნური და ღეროვანი უჯრედების შესახებ.
ისწავლეთ
ივარჯიშეთ
- უჯრედის ციკლის რეგულაციამოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
- აპოპტოზიმოიპოვეთ 3 პასუხი 4 პასუხიდან, რომ გადახვიდეთ შემდეგ დონეზე!
შემდეგ თქვენთვის:
განივითარეთ თემის ყველა უნარი და მოაგროვეთ დახელოვნების მაქსიმუმ 500 ქულა!თემის ტესტი
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation