If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 17: ბიოტექნოლოგია

ამ თემის შესახებ

რა არის ბიოტექნოლოგია? ოდესმე თუ ანტიბიოტიკი პენიცილინი მიგიღიათ ან საფუარით გამომცხვარი პური გიჭამიათ, ჩათვალეთ, ეს დარგი პირდაპირ თქვენს თავზე გაქვთ გამოცდილი. ბიოტექნოლოგია ცოცხალ ორგანიზმს ან ცოცხალი სისტემის რაიმე კომპონენტს იყენებს სასაგებლო პროდუქტის შესაქმნელად. გაიგეთ მეტი თანამედროვე ბიოტექნოლოგიაზე, მის გამოყენებაზე კვლევებში და ბიოსამედიცინო მიზნებისთვის.
რა არის ბიოტექნოლოგია? გაიგეთ, რამდენად მრავალფეროვან პროდუქციასა და გამოყენებას მოიცავს იგი, პენიცილინიდან დაწყებული, ლუდითა და გენური თერაპიით დამთავრებული. გაეცანით თანამედროვე დნმ-ტექნოლოგიების მიმოხილვასაც.
რა არის დნმ-ს კლონირება? მითითება: ეს არ არის იგივე, რაც ორგანიზმის კლონირება! დნმ-ს კლონირება გულისხმობს სასურველი დნმ იმდევრობის მრავალი ასლის შექმნას. ამისთვის ხშირად გამოიყენებიან ბაქტერიები, როგორც პატარა ქარხნები. ისწავლეთ ამ პროცესის შესახებ და გაიგეთ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება სამედიცინოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების წარმოებისათვის, მაგალითად, ინსულინისთვის ან ადამიანის ზრდის ჰორმონისთვის.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დნმ ბიოლოგიაში. თუმცა როგორ ვახერხებთ დნმ-ს მიმდევრობის გამრავლებას? ისწავლეთ გავრცელებული ლაბორატორიული მეთოდების შესახებ, რომლებიც ამ მიზნისთვის გამოიყენება
ღეროვან უჯრედებს აქვთ პოტენციალი, დასაბამი მისცენ მრავალი სვადასხვა სახის უჯრედს. მათი გამოყენება მედიცინაშიც პერსპექტიულია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ეთიკური საკითხები. გაიგეთ მეტი ღეროვანი უჯრედების შესახებ.
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation