If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თემა 24: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია

ამ თემის შესახებ

დაწყებული პინგვინებითა და პალმებით, დამთავრებული ბაქტერიებით, ჩვენი დედამიწა მოიცავს ორგანიზმების გასაოცარ მრავალფეროვნებას. გადაეშვით დედამიწის სულისშემკვრელ ბიომრავალფეროვნებაში, ისწავლეთ, თუ რატომ არის ეს ბიომრავალფეროვნება საფრთხის წინაშე და რისი გაკეთება შეგიძლიათ პირადად თქვენ იმ სახეობებისა და ეკოსისტემების დასაცავად, რომლებზეც დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე. ამ მასალით მოგვამარაგა კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიამ.

გაიგეთ, როგორ ასაზრდოებს სახეობათა დიდი მრავალფეროვნება ეკოსისტემებს, რომლებიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მომსახურებებით უზრუნველყოფს ადამიანებს. ეს მასალა მოწოდებულია კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.
გამოიკვლიეთ, თუ რატომაა სიცოცხლე დედამიწის ნებისმიერ ადგილას, თუმცა რატომ არაა იგი თანაბრად გადანაწილებული. ისწავლეთ, თუ რატომ არის სახეობების არათანაბარი გადანაწილება გამოწვეული ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით. ინფორმაცია მოწოდებულია კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.
შეამოწმეთ ადგილობრივი და გლობალური საფრთხეები, რომლებსაც ადამიანები ბიომრავალფეროვნებას უქმნიან. მრავალი უარყოფითი ზეგავლენა რეგიონში იწყება, თუმცა მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ეს მასალა მოგვაწოდა კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიამ.
კვლევებს, განათლებას, პიროვნულ ქმედებებსა და საჯარო პოლიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ პირადად შენ მრავალი რაღაცის გაკეთება შეგიძლია სახეობებისა და ეკოსისტემის გადასარჩენად - ვინც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა ცხოვრობდე! მოცემული მასალა მოგვაწოდა კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიამ.
გაიგეთ, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ბიომრავალფეროვნების გენეტიკური, ეკოსისტემური და ევოლუციური დონეები. სახეობების მრავალფეროვნებასთან ერთად მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ კონსერვაციისთვის. ინფორმაცია მოგვაწოდა კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიამ.
ბიოლოგიის ორიგინალი მასალის დაფინანსებისთვის მადლობა ფონდს Amgen Foundation