If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამეორება და ტესტისთვის მომზადება

გამოიყენეთ ხანის აკადემია გამეორებისთვის მთელი წლის განმავლობაში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გამეორება და გამოცდისთვის მომზადება ჩვეულებრივ, კლასში ხანის აკადემიას გამეორებისთვის ვიყენებ. მე ჯერ უშუალო მითითებებს გავცემ პირველი ერთი ან ორი დღის განმავლობაში. შემდეგ მოსწავლეები ჩემი ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ, მოგვიანებით კი დამოუკიდებლად და როდესაც მოსწავლეები მომდევნო დღეს ბრუნდებიან კლასში, ისინი ხანზე შედიან და სავარჯიშო გაკვეთილებს იყენებენ, უყურებენ ვიდეოებს, რათა უფრო განმტკიცდეს ის, რაც წინა დღეებში ისწავლეს. სცადეთ ხანის აკადემიის მოკლე ტესტები ბავშვებს უყვართ ხანის გამოყენება ტესტებისთვის, რადგან მათ დამატებითი ცდის საშუალებას ვაძლევ. ამიტომ, თუკი მათ მიღებული ქულა არ მოსწონთ, რადგან ტესტის ბოლოს იქვე იწერება ქულა, ისინი ამბობენ, „ხელახლა მინდა, ვცადო". მომწონს ის ფუნქცია, რომ ხანზე შეკითხვები იცვლება, ამიტომ მოსწავლეები ზუსტად იმავე შეკითხვებს არ იღებენ. კონცეფცია იგივეა, შეკითხვები კი — განსხვავებული. და, როგორც წესი, დაახლოებით 85-90% შემთხვევებში ბავშვები უკეთეს ქულას იღებენ როდესაც ხელახლა აკეთებენ ტესტს. არასწორ პასუხს ხშირად ვიღებდი ხოლმე და ვფიქრობდი, „ამას სწორად ვერ ვუპასუხებ“ მაგრამ შემდეგ რამდენიმე ვიდეოს ვუყურე, ვნახე მინიშნებები და "უი, აი, თურმე როგორ..." ამიტომ შემდეგში სწორად ვუპასუხებ. ონლაინ ტესტებზე ვარჯიში ხანის აკადემია კარგია გამოცდისთვის მოსამზადებლად რადგან მასში „მონიშნეთ ყველა სწორი პასუხის“ ტიპის შეკითხვებია. ასევე მოკლე პასუხის ტიპის შეკითხვები და დამტკიცების სექცია, რაც ასევე კარგია საამისოდ, რადგან ზოგჯერ ძალიან რთულია ონლაინ ასეთი ტიპის შეკითხვების დამოუკიდებლად აგება. ჩვენი მოსწავლეები კი ონლაინში აკეთებენ ტესტებს. ამგვარად, ჩვენ მათ ტესტირებისთვის ვამზადებთ ისე, რომ არც კი ვეუბნებით, რომ ტესტირებისთვის ვამზადებთ. გამეორებისთვის გამოიყენეთ ვიდეოები, სტატიები და სავარჯიშოები ჩემს კლასებში ხანის აკადემიის გამოყენების ერთ-ერთი გზაა გასამეორებელი მასალა გამოცდისთვის მოსამზადებლად ან პროგრესის შესაფასებლად. მაგალითად, დღეს დილით დავიწყე ვიდეოთი, რომელიც იმ თემის მიმოხილვა იყო, რომელზეც ვსაუბრობდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოსწავლეებს ვიდეო ვაჩვენე და შენიშვნები ჩავაწერინე. ყველაფერი, რაც მათი აზრით რელევანტური და მნიშვნელოვანი იქნებოდა, უნდა ჩაეწერათ და როდესაც ვიდეოს მოვრჩით, მათ სტატია მივეცი ხანის აკადემიაზე, რომელიც უშუალოდ ეხებოდა ვიდეოს და კიდევ ერთხელ ვთხოვე მათ, წაეკითხათ და ჩამოეწერათ შენიშვნები. თვითონ სტატიაში მოცემულია სავარჯიშო ამოცანები, რომელთა ამოხსნაც ბავშვებს გზადაგზა შეუძლიათ, თან ინფორმაცია იქვე აქვთ და შეუძლიათ, გადაამოწმონ. დახმარება თუ მაინც დასჭირდათ, შეუძლიათ, მომმართონ მე, მიმართონ გვერდზე მჯდომს ან პირდაპირ ხანის აკადემიაზე დააწკაპუნონ ღილაკს „დახმარება მჭირდება!“ და ის ეხმარება მოსწავლეებს მომენტალურად. - როდესაც ამოცანებსა და სავარჯიშოებს აკეთებ, იქ პატარა ღილაკია, რომელსაც „დახმარება“ აწერია. შეგიძლია, დააწკაპუნო და გიჩვენებს ნაბიჯ-ნაბიჯ განხილვას იმისა, თუ რას აკეთებ არასწორად და შემდეგ უკეთ ხვდები. ვიდეოები მასალის უკეთ გაგებაში მეხმარება, რადგან მათში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯაა განხილული, მიუყვები ამოცანას და ბევრად უკეთ იგებ, რადგან შეგიძლია, შეანელო ან დააპაუზო ვიდეო მანამ, სანამ არ მიხვდები, რაზეა საუბარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სტატიას წაიკითხავენ, ამოცანებს შეასრულებენ და დარწმუნდებიან, რომ ისინი სწორად შეასრულეს, შემდეგ შემიძლია, დავაწყებინო სავარჯიშო, რომელიც მოცემულ მასალაზეა და, როგორც წესი, შედგება ოთხი სავარჯიშო ამოცანისგან. და ბავშვების მიზანია, ოთხივე ამოცანა სწორად ამოხსნან. ამგვარად ჩანს, რომ მათ მართლა გაიგეს მასალა, რომელიც ვიდეოსა და სტატიაში იყო და რომელსაც ბოლო რამდენიმე კვირა სწავლობდნენ. - მხოლოდ სავარჯიშო ტესტების შესრულებით მათი მათემატიკის ქულა ძალიან გაიზარდა. და არა მხოლოდ ქულა, არამედ მათი თავდაჯერებულობაც გაიზარდა, რაც საბოლოოდ მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. (მხიარული მუსიკა)