ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:57

ვიდეოს აღწერა

უპირველეს ყოვლისა, მადლობა რომ უყურებთ ვიდეოს. ჩვენ ძალიან მოგვწონს კომპიუტერული მეცნიერებების არსებობა ხანის აკადემიაზე, გვიხარია, რომ თქვენც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერება სავალდებული პროგრამაში არ შედის აშშ-ში, ან სხვა ნებისმიერ ადგილას, მაინც ვფიქრობთ რომ მისი სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან, სტუდენტები პროგრამის შესწავლასთან ერთად ლოგიკურ აზროვნებასაც სწავლობენ, პრობლემების საფეხურეობრივად ამოხსნას და შეცდომებზე სწავლასაც. ამ უნარების გამოყენება კი არამხოლოდ პროგრამირებაშია სასარგებლო. ის შემოქმედებითობის გაზრდასაც უწყობს ხელს.რადგან, როცა სტუდენტებმა იციან პროგრამირების საფუძვლები, მათ შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი იდეები და იგრძნონ რომ შეუძლიათ ახალი რაღაცების გამოგონება. ამისთვის კი არ სჭირდებათ მასალის შესყიდვა, რადგან საკმარისია მხოლოდ კომპიუტერი და ტვინის ქონაც. მე ყოველთვის ვიღებ ადრენალინს, როცა პროგრამის ფარგლებში იდეები რეალობად იქცევა. და ყველა სტუდენტი იმსახურებს ამ გრძნობას. თანაც,სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომავალში ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ამ სექტორში იქნება. მათ კი, ამ უნარების ახლა შესწავლით კიდევ უფრო მოუნდებათ ამ სფეროთი დაკავება. ჩვენ გვინდა გავუძლიეროთ მათ ენთუზიაზმი და მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ დავუთმეთ მთლიანი თავი კომპიუტერულ მეცნიერებას და პროგრამირებას ხანის აკადემიაში. და ჩვენ გვსურს თქვენნაირ მასწავლებლებთან ერთად მუშაობა სწავლების კლასში დასანერგად. ერთი გზა მისი სხვა საგნების მსგავსად სწავლებაა.თუ თქვენ მუშაობთ ისეთ სკოლაში ან საზაფხულო ბანაკში, სადაც კომპიუტერული მეცნიერებები ძირითად პროგრამაში შედის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი კურიკულუმი ხანის აკადემიის ნებისმიერი სხვა მასალის მსგავსად. ჩვენ ახლა პროგრამირების კურიკულუმის მთლიანი შესავალი გვაქვს, რომელიც ასწავლის JavaScript-ს ProcessingJS language-ის გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ერთდროულად სწავლობენ JavaScript-ის ენასაც და იმასაც, როგორ როგორ შექმნან საინტერესო ნახატები და ანიმაციები. ასე რომ, კურიკულუმში, ისინი მოუსმენენ ვიდეოებს, სადაც ჩვენ ვასწავლით ერთი მხრივ პროგრამას, და ასევე მისი ეფექტს. შემდეგ კი ისინი ქულებს იღებენ ინტერაქტიული დავალებებისთვის შესრულებისთვის. მათ აქვთ ასევე უფრო თავისუფალი ფორმის, შემოქმედებითი პროექტები, და ასეთი დავალებები განსაკუთრებით მიემართება წყვილებში მუშაობას, თუ ამის საშუალებაა კლასში. სასწავლო გეგმა დაახლოებით 10-15 საათს მოიცავს, დამოკიდებულია იმაზე, რა დროს ანდომებთ პროექტებს. აქ შედის JavaScript-ს საფუძვლები და ობიექტზე ორიენტირებული დიზაინი. როგორც პროგრამირების ლექტორს, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მიადევნოთ თვალი მათ აქტიურობას, მაგალითად, შეგიძლიათ შეამოწმოთ აქტიურობის გრაფი და ნახოთ, რა ამოცანები შეასრულეს სტუდენტებმა და რა ვიდეოებს უყურეს. პროგრესის შესახებ შეიძლება ყოველკვირეული ელ.წერილით შეიტყოთ. და ასევე, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ სტუდენტების დაწერილი პროგრამები. შეგიძლიათ ხანის აკადემია ინფორმატიკის დამოუკიდებლად სწავლისთვის გამოიყენოთ. ვთქვათ, თქვენ გყავთ წარმატებული სტუდენტები და გსურთ გააგრძელონ სწავლა მაშინაც, როცა უკვე დაასრულებენ თქვენს სასწავლო გეგმას. მაშ ასე, თქვენ შეგიძლიათ დაავალოთ მათ ისწავლონ პროგრამირება დამოუკიდებლად. მიუთითოთ დონე, რომელზეც უნდა ავიდნენ, მიუთითოთ,დაუკავშირონ ის სხვა საგნებს, რომლებსაც სწავლობენ. მაგალითად, თუ სტუდენტები სწავლობენ ქიმიას, მათ შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირება და გააკეთონ მისი მეშვეობით 3D მოლეკულის ვიზუალიზაცია. ან, ვთქვათ, მათემატიკაში, ტრიგონომეტრიას გავლისას შეუძლიათ გააკეთონ ვიზუალიზაციები. შემდეგ კი, იფიქრონ ამაზე. გაუზიარონ ნაშრომი დანარჩენ კლასს და თქვან, "ჰეი, კლასელებო! შეხედეთ რა გავაკეთე შესწავლილი მასალის უკეთ წარმოსახვისთვის." მე რომ კლასელი ვყოფილიყავი, ეს შთამბეჭდავი იქნებოდა ჩემთვის, ავტორი რომ ვყოფილიყავი-ვიამაყებდი. შეგიძლიათ ხანის აკადემია დამხმარე რესურსად გამოიყენოთ. ჩვენ უამრავი პროგრამა გვაქვს, რომლებიც დაგეხმარებათ მათემატიკის და მეცნიერების გაგებაში. ისინი ძალიან ინტერაქტიულია. მაშინაც კი, თუ სტუდენტებს ჯერ არ ესმით პროგრამირება,მაინც შეგიძლიათ იმუშაოთ პროგრამებით რათა სხვადასხვანაირად აუხსნათ. და შეგიძლიათ ცვალოთ მონაცემები, მაგალითად, თუ სტუდენტები სწავლობენ ქანქარას, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ მაგალითი სადაც თქვენ რეალურად "ითამაშებთ" კუთხესა და სიგრძეზე. რეალურად, მე უკვე შევცვალე ზოგი მონაცემი. შეგიძლიათ შეცვალოთ გრავიტაცია იმ პლანეტებზე, რომელთა სტუმრობის სიამოვნებაც არ გვაქვს. შეცვალოთ მასა, შეცვალოთ რადიუსი, შეცვალოთ ინტერფეისი, მონაცემები ბევრი პროგრამის სიმულაციისთვის. და შეხედეთ, მე ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ყველა ბავშვს უნდა საქანელაზე-- მთლიანი წრის შემოხაზვა ჰაერში. ოცნება! მეორე მაგალითიც, ვთქვათ თქვენ სწავლობთ მზის სისტემას ასტრონომიაში, თქვენ შეგიძლიათ წარმოსახოთ როგორც ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო. შემდეგ კი თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ შეცვალოთ მონაცემები გვერდით და თქვათ, "რა მოხდება, თუ დედამიწა ძალიან, ძალიან სწაფად იმოძრავებს, თუ ის გადიდდება?" რა მოხდებოდა, ის რომ უზარმაზარი ყოფილიყო?" ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მათ პროგრამა, მონაცემთა შეცვლის საშუალება, და აქტიურად ჩართოთ ისინი პროცესში, იფიქრონ როგორია მზის სისტემა. და შესაძლოა, ასევე, მათ ამ დროს პროგრამირებაზე იფიქრონ და თავად გამოიკვლიონ, რაც არაჩვეულებრივი იქნებოდა იმ სკოლებისთვის, რომლებშიც მას როგორც ძირითად საგანს არ ასწავლიან. ბოლოს,მომავალში, ვიმედოვნებთ რომ ყველა ბავშვი ისწავლის დაპროგრამებას და ყოველთვის,როცა ისინი ისწავლიან რამეს მათემატიკაში,მეცნიერებაში ან ხელოვნებაში, იფიქრონ: ოჰ, ეს მართლა მაგარია! ნეტა შევძლებ პროგრამის გაკეთებას, რომ უკეთ გავიგო ის? და, ჩემი აზრით, პროგრამირების ძალაც ეს არის, ის აკავშირებს ამ ყველაფერს, და გვეხმარება გამოვიკვლიოთ ის მეტად ინტერაქტიული საშუალებით. ასე რომ, ეს ხანის აკადემიის გამოყენების რამდენიმე იდეაა, მაგრამ, მას არ აქვს შეზღუდვები. სამყარო პროგრამული მოლუსკია, თუ თქვენ მის სხვა გამოყენებას გაიგებთ, გვითხარით, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება.