ხანის აკადემიის საგნების, კლასებისა და სტანდარტების ბმულები და აღწერები.

საგნები

ხანის აკადემია გთავაზობთ პრაქტიკისა და სასწავლო რესურსების ზრდად ბაზას მრავალი საგნისა და კლასისთვის.
საგნების ამჟამინდელი სიის სანახავად დააწკაპუნეთ საგნებს ხანის აკადემიის ვებსაიტის ზედა მარცხენა კუთხეში.

დაწყებითი კლასების კურსები

დაწყებითი კლასების ჩვენი მასალა ფარავს მეხუთეკლასამდელ მათემატიკასა და გრამატიკის საკვანძო თემებს. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბმულებიდან ერთ-ერთი და გაეცანით დაწყებითი კლასების ჩვენს მასალას:

საშუალო კლასების კურსები

საშუალო კლასების ჩვენი მასალა ფარავს VI-VIII კლასების მათემატიკის კონცეფციებსა და გრამატიკის საკვანძო თემებსა და რესურსებს კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლებისთვის. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბმულებიდან ერთ-ერთი და თქვენ თვითონ გაეცანით ჩვენს მასალას:

დამამთავრებელი კლასების კურსები

დამამთავრებელი კლასების (არაგაძლიერებული კურსების) ჩვენი მასალა ფარავს მთელ მათემატიკას, ისტორიას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას და კიდევ რამდენიმე სფეროს. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბმულებიდან ერთ-ერთი და თქვენ თვითონ გაეცანით ჩვენს მასალას:

მათემატიკა

ისტორია

მეცნიერება

ტექნოლოგია

სხვა

გაძლიერებული კურსები

წელს ჩვენ მოსწავლეებისთვის ახალი რესურსები დავამატეთ გაძლიერებულ კურსებში (AP). დააწკაპუნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბმულებიდან ერთ-ერთს და გაეცანით.

შეთავსებადი კურიკულუმი

ჩვენი რესურსები ისე შევადგინეთ, რომ ისინი Eureka Math/EngageNY-ის კურიკულუმს შეთავსებოდა. წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოთ ჩვენი რესურსები წინარე ცოდნაში ჩავარდნების შესავსებად ან კლასის მიხედვით დახმარებისთვის.

სტანდარტები

ზოგადი განათლების სახელმწიფო სტანდარტები მათემატიკისთვის

ჩვენი მათემატიკის სავარჯიშოები შეესაბამება მეთორმეტეკლასამდელი ზოგადი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს მათემატიკისთვის. შეგიძლიათ, მოძებნოთ სტანდარტი და იპოვოთ მისი შესაბამისი მასალა www.khanacademy.org/commoncore-ზე.
ჩვენი მასალების სიზუსტესა და CCSS-სთან სრულ შეთავსებადობაში დასარწმუნებულად ჩვენ ვმუშაობდით ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სტანდარტების დადგენასა და შეფასებაში.

გაძლიერებული კურსების სტანდარტები

ჩვენი რესურსები მჭიდროდ უკავშირდება AP-ის მრავალ კურსს და მათი მასალისა და სტრუქტურის განახლების კვალდაკვალ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სრულვყოთ და გავაუმჯობესოთ ეს კავშირი.

SAT-ის სტანდარტები

ჩვენ ვითანამშრომლეთ კოლეჯის საბჭოსთან, SAT-ის ავტორებთან, რათა შეგვექმნა SAT-ის ოფიციალური პრაქტიკა. ჩვენი მასალები შეესაბამება იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოსწავლეებს დასჭირდებათ SAT-ისთვის, და ეს მასალები ოფიციალური ტესტების მსგავსია.
ხანის აკადემიაზე არსებული SAT-ის უფასო ოფიციალური პრაქტიკის 20-საათიანი მეცადინეობის შედეგად მოსწავლეები საშუალოდ SAT-ში 115 ქულის მოპოვებას ახერხებენ. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია იმ მოსწავლეების საშუალო ქულაზე, რომლებიც არ იყენებენ ჩვენს უფასო მომზადებას ტესტირებისთვის. წაიკითხეთ უფრო მეტი ამ თემაზე.

მასალის შემქმნელები

ხანის აკადემიის მასალები შექმნა ახლანდელი და ყოფილი მასწავლებლებისა და საგნის ექსპერტების ჯგუფმა. მათი ბიოგრაფიების უმრავლესობა ხელმისაწვდომია ჩვენი მასალების სპეციალისტებისა და ჩვენი გუნდის გვერდებზე.
იტვირთება