გაიგეთ მათემატიკის მისიების შესახებ და როგორ გამოიყენოთ ისინი მოსწავლეებთან. 

მისიები

მისიები პერსონალიზებული მათემატიკური კურსებია, რომლებშიც მოსწავლეებს საკუთარ ტემპში შეუძლიათ სწავლა, ისეთ უნარ-ჩვევებში დახელოვნება, რომლებიც მათთვის რთულია და მათი კლასის საფეხურს შეესაბამება, აგრეთვე დახმარებებისა და ვიდეობის გამოყენება სწავლისა და მიმოხილვისთვის.

როგორ მივიღოთ მისიებთან წვდომა

მისიასთან წვდომის მისაღებად გვერდის ზედა ნაწილში მდებარე „საგნების“ მენიუში აირჩიეთ მათემატიკის თემა ან კლასის საფეხური. შემდეგ დააწკაპუნეთ „მისიის“ ჩანართს. შენიშვნა: ჯერჯერობით მისიები მხოლოდ მათემატიკისთვისაა ხელმისაწვდომი.

ხშირად დასმული კითხვები:

  1. რა მასალისგან შედგება თითოეული მისია?
ხანის აკადემიის ყველა მისია შესაბამისი კლასის ან თემის სტანდარტებს შეესაბამება. დამატებით, მისიების უმეტესობაში არის მისიის საფუძვლები, რომლებიც გვაძლევს წინაპირობების მოკლე მიმოხილვას და ამოწმებს მოსწავლის მზადყოფნას შესაფერისი კლასისა თუ თემის დონის მასალებისთვის.
2. როგორ იქმნება მისიები?
ჩვენი მისიების ყველა სავარჯიშო შექმნილია და შემოწმებულია მათემატიკის გამოცდილი პედაგოგების მიერ. იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ მისიები ამომწურავად მოიცავენ Common Core-ის, ვიმუშავეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ ამ სტანდარტების შექმნასა და შეფასებაში. კერძოდ, Smarter Balanced Assessment Consortium-სა და Illustrative Mathematics-თან. დამატებით, დავნერგეთ გაუმჯობესების მკაცრი, უწყვეტი პროცესი, რათა უზრუნველყოთ ჩვენი ყოველი მისიის განვითარება და დახვეწა დროთა განმავლობაში.
3. როგორ ვთავაზობთ უნარებს მისიაში?
მოსწავლე რომ გარკვეულ უნარებს აითვისებს მისიის ფარგლებში, მას ახალ უნარებს შევთავაზებთ „მოსწავლის მართვის პანელში“ იმის მიხედვით, თუ, ჩვენი აზრით, რის სასწავლად არის იგი მზად. თითოეული მოსწავლის უნიკალურ მათემატიკურ ისტორიას ხანის აკადემიაზე ვიყენებთ ინდივიდუალური რეკომენდაციების შესამუშავებლად. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე უზრუნველვყოთ ინდივიდუალური სწავლის გზით, როდესაც ისინი სხვადასხვა თემასა თუ კლასის საფეხურზე მუშაობენ. მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ, მისიის მართვის პანელის მარცხენა მხარეში აირჩიონ ის უნარი, რომლის სწავლაც სურთ.
4. როგორ ასრულებენ მოსწავლეები მისიას?
მისია დასრულებულია მაშინ, როდესაც მოსწავლე დახელოვნდა მის ყველა უნარში. უნარებში დასახელოვნებლად მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ „დახელოვნების გამოწვევები“. „დახელოვნების გამოწვევები“ აერთიანებს სხვადასხვა უნარის ამოცანებს და დღეებზე ანაწილებს მათ, რათა დაეხმაროს მოსწავლეს მათემატიკური უნარ-ჩვევების შენარჩუნებაში. დახელოვნების სისტემაში უკეთ გასარკვევათ გადადით აქ.
5. შესაძლებელია თუ არა მისიის ინდივიდუალური შეცვლა?
არა, ამჟამად მისიები Common Core-ის მითითებების მიხედვითაა შემუშავებული. თუკი გსურთ, თქვენი მოსწავლეები მხოლოდ გარკვეულ უნარებზე კონცენტრირდნენ, შეგიძლიათ, შექმნათ დავალებები ნებისმიერი კურსიდან. ამის შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ „დავალებები“.
6. როგორ ვნახო, რას მოიცავს ცალკეული მისია?
მისიის მასალების სანახავად საუკეთესო გზაა, თქვენით სცადოთ მისი შესრულება! ხანის აკადემიაზე ნებისმიერი მისიის ნახვა შეგიძლიათ „საგნების“ მენიუდან, ეკრანის ზედა მარცხენა მხარეს.
7. რას ხედავენ მოსწავლეები?
მოსწავლის სწავლის მართვის პანელი იძლევა თქვენ მიერ მათთვის მიცემული მისიის მასალების პერსონალიზებულ სურათს. ასევე, იგი მოსწავლეს აძლევს საშუალებას, ნახოს საკუთარი პროგრესი და მიიღოს პერსონალიზებული რეკომენდაციები შემდეგი სავარჯიშოებისთვის.
ეკრანის მარცხენა მხარეს მოსწავლეები დაინახავენ ღილაკს „ყველა უნარის ჩვენება“. მასზე დაწკაპუნებით მათ შეუძლიათ, იხილონ მისიაში არსებული ყველა თემა.
თითოეული თემის ქვემოთ მოსწავლეები დაინახავენ რამდენიმე კვადრატს. თითოეული კვადრატი ცალკეულ უნარს აღნიშნავს და მოსწავლეს შეუძლია, კვადრატზე კურსორის მიტანით იხილოს შესაბამისი უნარის მოკლე მიმოხილვა. უნარზე დაწკაპუნებით იგი დაემატება მოსწავლის „სამუშაო სიაში“.
ეკრანის მარჯვენა მხარეს მოსწავლეები დაინახავენ მისიის თემების სიას. ამ ნაწილს ეწოდება „სამუშაო სია“. აქ დაწკაპუნებით მოსწავლე დაიწყებს მისიაზე მუშაობას!
8. რა არის „დახელოვნების გამოწვევა“?
დახელოვნების გამოწვევები ამოცანების შემთხვევითი ნაკრებია, რომელიც მოსწავლეს სავარჯიშოებზე მუშაობიდან რაღაც დროის მერე ეძლევა; „დახელოვნების გამოწვევები“ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დაამტკიცოს, რომ იგი მართლაც დახელოვნდა ამ უნარებში; „დახელოვნების გამოწვევის“ გავლა მათემატიკის თითოეული უნარის „დახელოვნებულობის“ საფეხურის მიღწევის ერთადერთი გზაა.
9. რა არის „პროგრესის წრე“?
წრე გვიჩვენებს პროცენტულობას იმისა, თუ რამდენად დახელოვნდა მოსწავლე კონკრეტულ მისიაში.
10. როგორ გამოვიყენო „პროგრესის“ ჩანართი?
მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ.
იტვირთება