გაიგეთ როგორ გამოიყენოთ პროგრესის გვერდი, რომ ნახოთ სად უჭირს კლასს, თუ კონკრეტულ მოსწავლეს.
გაითვალისწინეთ: პროგრესის ჩანართი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, თუ თქვენს კლასს მათემატიკის საგანი დაუნიშნეთ.
შედით ხანის აკადემიის თქვენი მწვრთნელის მართვის პანელში და აირჩიეთ მათემატიკის თქვენი რომელიმე გაკვეთილი. შემდეგ აირჩიეთ პროგრესის ჩანართი.

პროგრესი უნარის მიხედვით

ანგარიში გვიჩვენებს პროგრესს უნარების მიხედვით. ეს ანგარიში განსაკუთრებით სასარგებლოა მოსწავლის ინდივიდუალური უნარების შესამოწმებლად. ეს შეიძლება გამოგვადგეს იმის დასადგენად, თუ რომელ მოსწავლეს სჭრდება დამატებით დახმარება, მაგალითად, თანატოლის მიერ სწავლება, პატარა ჯგუფებში ან 1-1-ზე მასწავლებელთან მუშაობა.
ამ ანგარიშის მნიშვნელოვანი მახასიათებლები:
  1. ეს საშუალებას გაძლევთ, გაფილტროთ კლასის მიხედვით (მაგ. მე-5 გაკვეთილი), მისიით (მაგ. მე-7 კლასი) და უნარით (მაგ.უარყოფითი რიცხვების განმარტება).
  2. გრაფიკი ალაგებს მოსწავლეებს იმის მიხედვით, თუ რომელ დახელოვნების დონეზე არიან ამ უნარის შემთხვევაში. ეს შეიძლება, დაგეხმაროთ იმის დადგენაში, თუ რომელ მოწავლეს სჭირდება კონკრეტულ უნარზე დამატებითი ვარჯიში და ასევე, დაგეხმარებათ, მოიფიქროთ, როგორ გაანაწილოთ თანატოლთა სწავლება ან ჯგუფური სწავლების პატარა გუნდები.
  3. ეს ბმული საშუალებას გაძლევთ, ნახოთ არჩეული უნარის სავარჯიშოს მაგალითი.
  4. თუ გსურთ, მოსწავლეებს დაავალოთ ეს უნარი, დააწკაპუნეთ ბმულზე. დავალებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ დავალებების რესურსების გვერდი.
  5. უნარის პროგრესის ანგარიშის Excel-ის ფაილად ჩამოსატვირთად ან არჩეული ფილტრების ჩასანიშნად გამოიყენეთ ეს ორი ღილაკი.

პროგრესი მოსწავლის მიხედვით

ეს ანგარიში საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ კლასის მუშაობის სწრაფი შეჯამება და ჩაუღრმავდეთ თითოეული მოსწავლის პროგრესს.
ამ ანგარიშის მნიშვნელოვანი მახასიათებლები:
  1. ანგარიშის ზედა მარცხენა კუთხეში ჩამოშლადი მენიუ საშუალებას გაძლევთ, გაფილტროთ მისიის მიხედვით - მაგ. მეშვიდე კლასი.
  2. ანგარიშის ზედა ნაწილში მოცემული ჰისტოგრამა გიჩვენებთ თქვენი კლასის მოსწავლეების მიერ დასრულებული მისიის პროცენტს.
  3. მოსწავლეთა სიის ზედა ნაწილში მოცემული ხატულები საშუალებას გაძლევთ, დაალაგოთ მოსწავლეები იმ უნარების რაოდენობის მიხედვით, რომელთა ათვისებაც გაუჭირდათ, ან უნარების რაოდენობის მიხედვით, რომლებშიც დახელოვნდნენ, ან ხანის აკადემიაზე დახარჯული დროის მიხედვით, ან დროის მოცემულ პერიოდში დაგროვებული ენერგიის ქულების რაოდენობით.
  4. უნარის ფანჯარა გიჩვენებთ, რომელ უნარზე ივარჯიშა მოსწავლემ, რომელში დახელოვნდა და ყველა მონაცემს ამ ორს შორის. ის, ასევე, გიჩვენებთ უნართა სიას, რომელზეც მოსწავლემ იმუშავა დროის მოცემულ მონაკვეთში.
  5. პროგრესის ანგარიშის excel-ის ცხრილის სახით ჩამოსატვირთად გამოიყენეთ ეს ბმული.
თუ მეტად ჩაღრმავება გსურთ, მოსწავლის ინდივიდუალური ანგარიში გიჩვენებთ კონკრეტული მოსწავლის აქტივობებს. მათი სწავლის პროგრესის მეტი დეტალის სანახავად დააწკაპუნეთ სიაში მოსწავლის სახელზე.
იტვირთება