მასწავლებლის გასაკეთებელი ამოცანების ნუსხა

ხანის აკადემიაზე მუშაობის დაწყბისთვის საჭირო 4 ძირითადი ნაბიჯის სია. 
მოგესალმებით ხანის აკადემიაში!
მიყევით ამ ოთხ ნაბიჯს, რათა თქვენს მოსწავლეებთან ერთად დაიწყოთ ხანის აკადემიის გამოყენება.
  • ნაბიჯი 1: შექმენით თქვენი ანგარიში. გადადით www.khanacademy.org-ზე. აირჩიეთ „მასწავლებლებისთვის“ და მიყევით ანგარიშის შესაქმნელ მოთხოვნებს.
შენიშვნა: იმის მიუხედავად, თუ რა აირჩიეთ თავიდან, ანგარიშის შექმნისას გექნებათ საშუალება, წარადგინოთ საკუთარი თავი მოსწავლედ, მწვრთნელად (მასწავლებლად) ან მშობლად. საკუთარი ანგარიშის შექმნასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.
  • ნაბიჯი 2: შექმენით კლასი. გადადით თქვენს „მწვრთნელის მართვის პანელზე“, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლის სახელის ჩამოსაშლელ მენიუში, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში. დააჭირეთ „ახალი კლასის დამატების“ ღილაკს.
შეიყვანეთ ან საკუთარი კლასის სახელი, ან გადმოიტანეთ კლასი Google Classroom-დან. შემდეგ აირჩიეთ საგანი თქვენი კლასისთვის. კლასის შექმნაზე მეტის გასაგებად დააწკაპუნეთ აქ.
შენიშვნა: საგნის დამატება ხანის აკადემიას საშუალებას აძლევს, შემოგთავაზოთ შესაბამისი მასალა დავალებებისთვის. ეს ხელს არ შეუშლის მოსწავლეებისთვის სხვა მასალის დავალებად მიცემას ან მათ მიერ საიტის სხვა ნაწილების გამოყენებას.
  • ნაბიჯი 3: დაამატეთ თქვენი მოსწავლეები.
არსებობს მოსწავლეების კლასში დამატების ოთხი გზა:
  • მოსწავლეებმა თვითონ დაიმატონ თავი კლასის კოდის გამოყენებით. თითოეულ კლასს უნიკალური კლასის კოდი აქვს. მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიყვანონ კლასის კოდი მისამართზე ka.khanacademy.org/coaches და შემოუერთდნენ თქვენს კლასს.
  • დაუკავშირდით თქვენს Google Classroom-ის ანგარიშს და გადმოიტანეთ კლასი. ამისთვის დაგჭირდებათ თქვენი Google-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
  • მოიწვიეთ მოსწავლეები ელფოსტის მეშვეობით. ამისთვის დაგჭირდებათ მოსწავლეების ელფოსტების სია.
  • დაამატეთ მოსწავლეები ელფოსტის გარეშე. თქვენ შექმნით ხანის აკადემიის ანგარიშებს მათთვის.
  • ნაბიჯი 4: მშვიდად გამოიყენეთ საიტი.
„მწვრთნელის მართვის პანელი“ მასწავლებლის მთავარი გვერდია ხანის აკადემიაზე. მასზე დაბრუნება ყოველთვის შეგიძლიათ საიტის ზემოთ, ცენტრში მდებარე ხანის აკადემიის ლოგოზე დაწკაპუნებით ან ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი მომხმარებლის სახელის ჩამოსაშლელ მენიუში „მწვრთნელის მართვის პანელის“ არჩევით. [შენიშვნა: შესაძლოა, თქვენს ანგარიშში „მწვრთნელის მართვის პანელის“ ნაცვლად ეწეროს „მოსწავლეების დამატება“, თუკი ჯერ არ გყავთ ისინი.]
თუკი ხანის აკადემიის ლოგოზე დაწკაპუნებას არ გადაყავხართ „მწვრთნელის მართვის პანელზე“, უნდა შეცვალოთ თქვენი ანგარიშის პარამეტრები. ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი მომხმარებლის სახელის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ „პარამეტრები“, ჩამოდით „როლებზე“ და დარწმუნდით, რომ თქვენს მთავარ გვერდად „მწვრთნელის მართვის პანელია“ დაყენებული.
კიდევ გჭირდებათ დახმარება? სცადეთ დახმარების ცენტრი და გაეცანით „საზოგადოებას“!
იტვირთება