აქ აღწერილია, როგორ მართოთ ეფექტურად მოსწავლეების სიები სასწავლო წლის განმავლობაში.
კლასი შეიცვალა? მოსწავლეების ორგანიზებაში დახმარება გჭირდებათ? სწორ ადგილას მოხვედით.

როგორ დაამატოთ მოსწავლეები არსებულ კლასში, რომლებსაც არ აქვთ ხანის აკადემიაზე ანგარიში

  1. დარწმუნდით, რომ მწვრთნელის მართვის პანელზე ხართ. ამ გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ თქვენს სახელს ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ, ჩამოიშლება მენიუ სადაც უნდა დააჭიროთ მწვრთნელის მართვის პანელს.
  2. მოსწავლე რომ დაამატოთ, დააჭირეთ კლასის სახელს. ჯერ არ გაქვთ კლასი ხანის აკადემიაზე? დააჭირეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ შექმნათ.
  1. დააჭირეთ სიას ლურჯი ზოლის ქვემოთ.
  1. სიის გვერდზე დააჭირეთ ახალი მოსწავლეების დამატებას.
  1. მიჰყევით ინსტრუქციას. კიდე გჭირდებათ დახმარება? დააჭირეთ აქ, რომ გაიგოთ მეტი მოსწავლეების კლასში დამატების 4 სხვადასხვა გზაზე.

როგორ წაშალოთ მოსწავლეები კლასიდან

კლასიდან მოსწავლის წაშლა გჭირდებათ? ვიცით, რომ მოგენატრებათ!
  1. დარწმუნდით, რომ მწვრთნელის მართვის პანელზე ხართ. ამ გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ თქვენს სახელს ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ, ჩამოიშლება მენიუ სადაც უნდა დააჭიროთ მწვრთნელის მართვის პანელს.
  2. შეარჩიეთ კლასი და შემდეგ დააჭირეთ სიას ლურჯი ზოლის ქვემოთ.
  1. მონიშნეთ მოსწავლე (სახელის გასწვრივ მარჯვენა მხარეს დააჭირეთ უჯრას). შემდეგ, დააჭირეთ ქმედებებს და ბოლოს – წაშლა კლასიდან.

მოსწავლის ამოშლა სიიდან

  1. დარწმუნდით, რომ მწვრთნელის მართვის პანელზე ხართ. ამ გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ თქვენს სახელს ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ, ჩამოიშლება მენიუ სადაც უნდა დააჭიროთ მწვრთნელის მართვის პანელს.
  2. მწვრთნელის მართვის პანელეზე გახსენით მოსწავლეების გვერდი.
  3. მონიშნეთ ერთი, ან რამდენიმე მოსწავლე (სახელის გასწვრივ მარჯვენა მხარეს დააჭირეთ უჯრას). შემდეგ დააჭირეთ ქმედებებს და ბოლოს – მწვრთნელობის შეწყვეტა. ეს ქმედება მოსწავლეებს წაშლის ყველა კლასიდან.

როგორ შეცვალოთ მოსწავლეების სახელი

  1. დარწმუნდით, რომ მწვრთნელის მართვის პანელზე ხართ. ამ გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ თქვენს სახელს ზედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგ, ჩამოიშლება მენიუ სადაც უნდა დააჭიროთ მწვრთნელის მართვის პანელს.
  1. გახსენით მოსწავლეების გვერდი. შეამჩნევთ, რომ სია შედგენილია მოსწავლეების მომხმარებლის სახელების მიხედვით. ამის შესაცვლელად, მიიტანეთ კურსორის მოსწავლის სახელთან. მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ტექსტი – სახელის შეცლვა. დააჭირეთ მას. გამოჩნდება ველი სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ მოსწავლის სახელი.
მოგწონთ როცა ანბანის მიხედვით არის დალაგებული? მოსწავლის სახელის გვერდით პატარა ისარს დააჭირეთ და ანბანის მიხედვით დალაგდება. კიდე თუ დააჭერთ, ანბანის საპირისპირო მიმართულებით დალაგდება!
იტვირთება