ხანის აკადემიის საიტის ნავიგაციის საფუძვლები

გაიგეთ მწვრთნელის მართვის პანელის ძირითადი ფუნქციები, ნახეთ საიტი მოსწავლის მხრიდან და დაათვალიერეთ ჩვენი მასალები. 

ხანის აკადემიის მასწავლებლის ვერსია

საწყისი გვერდი: მწვრთნელის მართვის პანელი

მწვრთნელის მართვის პანელი არის მასწავლებლის საწყისი გვერდი ხანის აკადემიაზე. საწყის გვერდზე დაბრუნება ორი გზით შეგიძლიათ: (1) გვერდის ზედა-ცენტრალურ ნაწილში ხანის აკადემიის ლოგოს დააჭირეთ, ან (2) ზედა-მარჯვენა მხარეს დააჭირეთ თქვენს მომხმარებლის სახელს. ჩამოიშლება მენიუ, სადაც უნდა დააჭიროთ მწვრთნელის მართვის პანელს.
[შენიშვნა: მწვრთნელის მართვის პანელის ნაცვლად შეიძლება, ეწეროს დაამატეთ მოსწავლეები, თუ ჯერ არ გყავთ დამატებული მოსწავლე.]
მაგრამ რა უნდა გავაკეთო, თუ ხანის აკადემიის ლოგოზე დაჭერისას მწვრთნელის მართვის პანელი არ იხსნება?
პარამეტრები უნდა შეცვალოთ. ზედა-მარჯვენა კუთხეში ჩამოშალეთ მენიუ და დააჭირეთ პარამეტრებს.
შემდეგ, იპოვეთ სექცია როლები და მთავარ გვერდად შეარჩიეთ მწვრთნელის მართვის პანელი. ბოლოს, დააჭირეთ ცვლილების შენახვის ღილაკს.

ხანის აკადემიის მოსწავლის ვერსია

გაინტერესებთ, მოსწავლეები რას ხედავენ, როცა ხანის აკადემიაზე შედიან? ზედა-მარჯვენა კუთხეში ჩამოშლილ მენიუში დააჭირეთ სასწავლო სივრცეს.
როცა მოსწავლეები თავიანთ ხანის აკადემიის ანგარიშზე არიან შესული, გვერდის ზედა ნაწილში უახლოეს დავალებებს დაინახავენ.
დავალებების ღილაკზე დაჭერით მოსწავლეებს შეუძლიათ ყველა (როგორც მიმდინარე ისე წარსული) დავალების ჩამონათვალის ნახვა. ასევე, თავიანთ ანგარიშზე შეუძლიათ, დაამატონ მწვრთნელი ან მშობელი მწვრთნელების გვერდზე.

გაეცანით ჩვენს მასალებს

ხანის საიტზე შეგიძლიათ, მოძებნოთ რესურსები ან დახმარება. ამისთვის საკმარისია, საიტის ზედა ნაწილში არსებულ საძიებო ველში შეიყვანოთ საკვანძო სიტყვა.
ყოველთვის შეგიძლიათ ძიების შედეგების დავიწროება ტიპის მიხედვით. დააწკაპუნეთ რესურსის ტიპს შედეგების სიის დასაწყისში, რათა იხილოთ მხოლოდ ის ვარიანტები, რომლებიც თქვენს არჩევანს შეესაბამება.
იტვირთება