გაიგეთ როგორ გააკეთოთ Google Classroom-ის სიების იმპორტი და მათი სინქრონიზაცია სასწავლო წლის განმავლობაში.

კლასის გადმოტანა Google Classroom-იდან

უკვე გაქვთ Google Classroom-ზე შექმნილი კლასი? შესანიშნავია! მოიგეთ დრო და პირდაპირ გადმოიტანეთ თქვენი Google Classroom-ის სია ხანის აკადემიაზე!
  1. ხანის აკადემიის ახალი კლასის შექმნის დროს მოსწავლეების დამატებისას თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ „კლასის გადმოტანა Google Classroom-დან“.
  2. ამ ფუნქციის არჩევის შემდეგ დააჭირეთ „შემდეგს“.
  3. აირჩიეთ თქვენი ანგარიში. ანგარიშის არჩევის შემდეგ მოგივათ რამდენიმე მოთხოვნა Google-ისგან, რათა ხანის აკადემიას თქვენს კლასთან დაკავშირების ნება დართოს. კერძოდ, მოგეთხოვებათ, უფლება მისცეთ ხანის აკადემიას, ნახოს ინფორმაცია იმ კლასების შესახებ, რომლებსაც ასწავლით Google Classroom-ზე. თქვენი კონფიდენციალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გსურთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენი Google Classroom-ის ინფორმაციას? იხილეთ ჩვენი „გამოყენების პირობები“ (khanacademy.org/about/tos) და „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ (khanacademy.org/about/privacy-policy).
  4. მას შემდეგ, რაც ხანი აკადემიას თქვენს Google Classroom-თან წვდომის უფლებას მისცემთ, აირჩიეთ კლასი, რომლის გადმოტანაც გსურთ ხანის აკადემიაზე.
  5. თქვენი Google Classroom-იდან გადმოყვანილ მოსწავლეებს ელფოსტაზე მიუვათ მოწვევა, გაწევრიანდნენ ხანის აკადემიაზე და გახდნენ თქვენი ხანის აკადემიის კლასის მოსწავლეები. თუკი მოსწავლეს უკვე აქვს Google Classroom-ში გამოყენებული ელფოსტის მისამართით დარეგისტრირებული ანგარიში ხანის აკადემიაზე, მას უკვე არსებული ანგარიშით მოვიწვევთ თქვენს კლასში გასაწევრიანებლად.
  6. შემდეგ მიყევით მოთხოვნებს, რათა დაასრულოთ თქვენი კლასის შექმნა.

ხანის აკადემიისა და Google Classroom-ის სიების სინქრონიზაცია

შენიშვნა: ხანის აკადემიის კლასის Google Classroom-თან სინქრონიზაცია არ წაშლის მოსწავლეებს თქვენი ხანის აკადემიის კლასიდან. იგი მხოლოდ დაამატებს მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ არ არიან თქვენს ხანის აკადემიის კლასში. მეტიც, სინქრონიზაცია არ შეცვლის თქვენი Google Classroom-ის სიას.
  1. თუკი Google Classroom-ში დაამატეთ მოსწავლეები და გსურთ, ისინი ხანის აკადემიის კლასშიც დაამატოთ, გადადით თქვენს მთავარ გვერდზე და აირჩიეთ კლასი, რომლის განახლებაც გჭირდებათ.
  2. დააწკაპუნეთ სიას.
  3. ახლა აირჩიეთ მოსწავლეების დამატება. გაიხსნება ახალი გვერდი.
  4. აირჩიეთ გადმოტანა Google Classroom-დან, შემდეგ კი დააკავშირეთ Google Classroom-ის ანგარიში.
  5. ჩამოიშლება მენიუ. აირჩიეთ კლასი, რომლის სინქრონიზაციაც გსურთ, და დააწკაპუნეთ გვერდის ბოლოში არსებულ ღილაკს სინქრონიზაცია Google-თან.
  6. თქვენი კლასის სინქრონიზაცია კლასის გვერდის „პარამეტრებიდანაც“ შეგიძლიათ, რაც „მწვრთნელის მართვის პანელიდანაა“ ხელმისაწვდომი.
იტვირთება