როგორ შევქმნათ მასწავლებლის ანგარიში და დავამატოთ კლასები

ხანის აკადემიის გამოყენების გზამკვლევი მასწავლებლისთვის. 

ანგარიშის შექმნა

  1. გახსენით ka.khanacademy.org. დააჭირეთ ღილაკს მასწავლებლებისთვის გვერდის ცენტრში.
მთავარი გვერდი
  1. შექმენით მომხმარებლის სახელი და პაროლი, ან შედით, თუ უკვე გაქვთ ანგარიში.
მას მერე რაც მოიფიქრებთ მომხმარებლის სახელს და პაროლს, მიჰყევით ანგარიშის შექმნის ინსტრუქციას.

კლასის შექმნა

დაიწყეთ კლასის სახელის მითითებით კლასის სახელწოდების ველში. გაქვთ უკვე მოსწავლეების სია Google Classroom-ში, რომელიც გინდათ გადმოიტანოთ? დააჭირეთ აქ, რომ გაიგოთ როგორ. დააჭირეთ შემდეგს.
  1. ჩამონათვალიდან შეარჩიეთ საგანი თქვენი კლასისთვის. სიის ნაწილი შეიძლება გვერდის ქვემოთ იყოს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ სასრიალო ზოლის გამოყენება!
საგნის შერჩევა გვაძლევს საშუალებას, რომ შესაფერისი მასალები გირჩიოთ დავალებებისთვის. ეს არ შეგზღუდავთ. სხვა საგნების მასალებიც შეგიძლიათ მისცეთ დავალების სახით და მოსწავლეებსაც შეუძლიათ საიტის სხვა მასალებით ისწავლონ.
გინდათ მეტი ინფორმაცია ჩვენი მასალების შესახებ? დააჭირეთ აქ, რომ მეტი გაიგოთ ჩვენი საგნების, კლასების და სტანდარტების შესახებ.
შეარჩიეთ საგანი და დააჭირეთ „შემდეგს“. განვაგრძოთ!

მოსწავლეების დამატება

შემდეგ, კლასის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ამატებთ – მოსწავლეებს! მოსწავლეების დამატების 4 გზა არსებობს.
  • ვარიანტი 1: მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი თავის დამატება.
    ზუსტად კლასის კოდის –ნაცრისფერ ყუთში რაც წერია– ქვემოთ არის გზამკლევის ბმული, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ. ამ გზამკლევის დახმარებით მოსწავლეებს შეუძლიათ შეუერთდნენ თქვენს კლასს. დამატებით, სხვა მეთოდით თუ გჭირდებათ მოსწავლეების დამატება დააჭირეთ სხვა ვარიანტს, ან დააჭირეთ შემდეგს, თუ გინდათ რომ ყველა მოსწავლემ დაიმატოს საკუთარი თავი კლასის კოდით.
  • ვარიანტი 2: მოსწავლეები შეგიძლიათ Google Classroom-იდან გადმოიტანოთ.
დააჭირეთ ვარიანტს – გადმოტანა Google Classroom-იდან. მიჰყევით ეკრანზე ნაჩვენებ ინსტრუქციას. თუ სირთულეს გადააწყდით, დამატებითი ინფორმაცია მოსწავლეების გადმოტანაზე Google Classroom-იდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.
  • ვარიანტი 3: შეგიძლიათ ელფოსტაზე გაგზავნოთ მოსაწვევი.
შეიყვანეთ მოსწავლეების ელფოსტები მოცემულ ველში. გამოყავით ელფოსტები მძიმით და ცარიელი სივრცით. შეყვანას რომ დაასრულებთ, დააჭირეთ მოსწავლეების მოწვევას. შენიშვნა: 13 წლამდე ბავშვებს რეგისტრაციის გასავლელად მშობლების დახმარება დასჭირდებათ.
  • ვარიანტი 4: შეგიძლიათ, შექმნათ ხანის აკადემიის ანგარიშები მოსწავლეებისთვის. შეარჩიეთ ვარიანტი ხანის აკადემიის ანგარიშების შექმნა, შემდეგ დაწერეთ ყველა მოსწავლის სახელი. დააჭირეთ Enter-ს, რათა ყოველი შემდგომი მოსწავლის დამატებისთვის საჭირო ახალი სტრიქონი გამოჩნდეს. ყველა მოსწავლის სახელს რომ დაწერთ, დააჭირეთ მომხმარებლის სახელების დამატებას.
დააჭირეთ ღილაკს – შექმენით ანგარიშები. გამოჩნდება ახალი ფანჯარა. დააჭირეთ ღილაკს – გადმოწერა.CSV. ამ ცხრილში იქნება მოსწავლეთა სახელები, მომხმარებლის სახელები და პაროლები.
ამის გადმოწერა მხოლოდ ახლა შეგიძლიათ. დარწმუნდით, რომ მოსწავლეების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების რამდენიმე ასლი გაქვთ. მინიმუმ ერთი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას. თუ მოსწავლის ანგარიში არაა დაკავშირებული მშობლის ანგარიშთან და იგი დაკარგავს თავის ანგარიშზე შესვლისთვის საჭირო ინფორმაციას, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება ამ ინფორმაციის ამოღება.

დავალების მიცემა

გილოცავთ! უკვე მზად ხართ, მოსწავლეებს დავალება მისცეთ!
გჭირდებათ კიდე დახმარება? მიმართეთ დახმარების ცენტრს.
და იხილეთ მასწავლებლების თემი დამატებითი რესურსებისთვის.
იტვირთება