If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ტრიგონომეტრია > თემა 5

გაკვეთილი 1: შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქციები

შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქციები (მიმოხილვა)

განვიხილოთ, რა იცით შებრუნებულ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებზე, arcsin(x)-ზე, arccos(x)-სა და & arctan(x)-ზე.

რა არის შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქცია?

arcsin(x), ან sin1(x), არის sin(x)-ის შებრუნებული.
arccos(x), ან cos1(x), არის cos(x)-ის შებრუნებული.
arctan(x), ან tan1(x), არის tan(x)-ის შებრუნებული.

შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობათა სიმრავლე

რადიანებიგრადუსები
π2arcsin(θ)π290arcsin(θ)90
0arccos(θ)π0arccos(θ)180
π2<arctan(θ)<π290<arctan(θ)<90
ტრიგონომეტრიული ფუნქციები სრულად შექცევადი არ არის, რადგან მათ ერთნაირი მნიშვნელობის მრავალი არგუმენტი აქვთ. მაგალითად, sin(0)=sin(π)=0. მოკლედ, რა იქნება sin1(0)?
შებრუნებული ფუნქციების განსასაზღვრად თავდაპირველი ფუნქციების განსაზღვრის არე იმ ინტერვალამდე უნდა შევზღუდოთ, რომელშიც ისინი შექცევადია. ეს არეები განსაზღვრავს შებრუნებული ფუნქციების მნიშვნელობათა სიმრავლეს.
მნიშვნელობა შესაბამისი ინტერვალიდან, რომელსაც შებრუნებული ფუნქცია გვაძლევს, ფუნქციის მთავარი მნიშვნელობაა.
გინდათ, გაიგოთ რა არის arcsin(x)? ნახეთ ეს ვიდეო.
გინდათ, გაიგოთ რა არის arccos(x)? ნახეთ ეს ვიდეო.
გინდათ, გაიგოთ რა არის arctan(x)? ნახეთ ეს ვიდეო.

შეამოწმეთ, როგორ გესმით

ამოცანა 1
სინუსის მნიშვნელობა ყველა ვარიანტისთვის არის 0,98. რას უდრის arcsin(0,98)-ის ძირითადი მნიშვნელობა?
ყველა ზომა რადიანებშია.
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, სცადოთ უფრო მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.