ძირითადი მასალა
სტატისტიკა და ალბათობა
კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 3
გაკვეთილი 8: გაფანტულობის სხვა საზომებისაშუალო აბსოლუტური გადახრა (საგ) მიმოხილვა
საშუალო აბსოლუტური გადახრა
მონაცემების საშუალო აბსოლუტური გადახრა არის საშუალო მანძილი თითოეული მონაცემიდან საშუალომდე. იგი წარმოდგენას გვიქმნის მონაცემების ვარიაციის შესახებ.
აი, როგორ ვითვლით საშუალო აბსოლუტურ გადახრას.
ნაბიჯი 1: გამოთვალეთ საშუალო.
ნაბიჯი 2: თითოეული წერტილიდან საშუალომდე დაშორება გამოთვალეთ დადებითი მანძილებით. ამათ ეწოდება აბსოლუტური გადახრები.
ნაბიჯი 3: შეკრიბეთ ეს გადახრები.
მე–4 ნაბიჯი: ჯამი გაყავით მონაცემების რაოდენობაზე.
ქვემოთ მოცემულ მაგალითის ნაბიჯებზე მიყოლა, ალბათ, საუკეთესო გზაა საშუალო აბსოლუტური გადახრის შესახებ გასაგებად, მაგრამ აქ არის ფორმულაში ნაბიჯების ჩაწერის უფრო ფორმალური გზა:
მაგალითი
ერიკას სიამოვნებს თავისი კატის სურათების ინტერნეტში დადება. აქ მოცემულია, რამდენი „მოწონება“ მიიღო 6 სურათიდან თითოეულმა:
10, 15, 15, 17, 18, 21
იპოვეთ საშუალო აბსოლუტური გადახრა.
ნაბიჯი 1: გამოთვალეთ საშუალო.
მონაცემების ჯამია 96 „მოწონება“ და სულ 6 სურათია.
საშუალო არის 16.
ნაბიჯი 2: გამოთვალეთ მანძილი თითოეულ წერტილსა და საშუალოს შორის.
მონაცემის წერტილი | მანძილი საშუალოდან |
---|---|
10 | open vertical bar, 10, minus, 16, close vertical bar, equals, 6 |
15 | open vertical bar, 15, minus, 16, close vertical bar, equals, 1 |
15 | open vertical bar, 15, minus, 16, close vertical bar, equals, 1 |
17 | open vertical bar, 17, minus, 16, close vertical bar, equals, 1 |
18 | open vertical bar, 18, minus, 16, close vertical bar, equals, 2 |
21 | open vertical bar, 21, minus, 16, close vertical bar, equals, 5 |
ნაბიჯი 3: შეკრიბეთ მანძილები.
მე–4 ნაბიჯი: ჯამი გაყავით მონაცემების რაოდენობაზე.
start text, M, A, D, end text, equals, start fraction, 16, divided by, 6, end fraction, approximately equals, 2, comma, 67 likes
საშუალოდ თითოეული სურათი იყო 3 მოწონებით დაშორებული საშუალოდან.
გინდათ, მეტი ისწავლოთ საშუალო აბსოლუტური გადახრის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.
სავარჯიშო ამოცანა
გსურთ, მეტი ივარჯიშოთ მსგავს ამოცანებზე? იხილეთ ეს მაგალითი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.