If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კვარტილთშორისი სიდიდის მიმოხილვა

კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი (კგდ)

კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი არის დიაპაზონი მონაცმების შუა 50%-ში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მანძილი პირველ კვარტილსა (Q1) და მესამე კვარტილს შორის (Q3).
IQR=Q3Q1
აქ მოცემულია კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონის პოვნა:
ნაბიჯი 1: მონაცემები დაალაგეთ ზრდადობით.
ნაბიჯი 2: იპოვეთ მედიანა. თუ მონაცემების რაოდენობა კენტია, მედიანა შუა მონაცემია. თუ მონაცემების რაოდენობა ლუწია, მედიანა ორი შუა მონაცემის საშუალოა.
ნაბიჯი 3: იპოვეთ პირველი კვარტილი (Q1). პირველი კვარტილი არის დალაგებული ჩამონათვალის მედიანის მარცხნივ მდებარე მონაცემების მედიანა.
ნაბიჯი 4: იპოვეთ მესამე კვარტილი (Q3). მესამე კვარტილი არის დალაგებული ჩამონათვალის მედიანის მარჯვნივ მდებარე მონაცემების მედიანა.
ნაბიჯი 5: კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი გამოთვალეთ Q3Q1 სხვაობით.

მაგალითი

ქალბატონი ლიას კლასში ესეები ფასდება 6-ქულიანი სკალით.
იპოვეთ ამ მონაცემების კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი:
1, 3, 3, 3, 4, 4, 4, 6, 6
ნაბიჯი 1: მონაცმები უკვე დალაგებულია.
ნაბიჯი 2: იპოვეთ მედიანა. სულ 9 ქულაა, ასე რომ, მედიანა შუანა ქულაა.
1, 3, 3, 3, 4, 4, 4, 6, 6
მედიანა არის 4.
ნაბიჯი 3: იპოვეთ Q1, რომელიც არის მედიანის მარცხნივ მდებარე მონაცემების მედიანა.
მედიანის მარცხნივ ლუწი რაოდენობის მონაცემია, ასე რომ, გვჭირდება შუა ორი მონაცემის საშუალო.
1, 3, 3, 3
Q1=3+32=3
პირველი კვარტილია 3.
ნაბიჯი 4: იპოვეთ Q3, რომელიც არის მედიანის მარჯვნივ მდებარე მონაცემების მედიანა.
მედიანის მარჯვნივ ლუწი რაოდენობის მონაცემია, ასე რომ, გვჭირდება შუა ორი მონაცემის საშუალო.
4, 4, 6, 6
Q3=4+62=5
მესამე კვარტილია 5.
ნაბიჯი 5: გამოთვალეთ კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი.
კგდ=Q3Q1=53=2
კგდ არის 2 წერტილი.
გინდათ, მეტი ისწავლოთ კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონის გამოთვლაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

სავარჯიშო ამოცანა

შემდეგი მონაცემები წარმოადგენს კლასების რაოდენობას, რომელსაც ბროქსინის საშუალო სკოლის თითოეული მასწავლებელი ასწავლის.
მონაცემები დაალაგეთ ზრდადობით.
1
იპოვეთ მონაცემების კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი (კგდ).
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
კლასი

გინდათ, მეტი ივარჯიშოთ ასეთ ამოცანებზე? ნახეთ ეს სავარჯიშო: კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონი (კგდ).

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.