If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 10

გაკვეთილი 3: შერჩევის საშუალოს შერჩევითი განაწილება

შერჩევის საშუალოს შერჩევითი განაწილების მაგალითი

აქ არის ამოცანა, რომლის მსგავსიც შეიძლება, შეგვხვდეთ AP სტატისტიკის გამოცდაზე, სადაც უნდა გამოიყენოთ შერჩევითი ერთობლიობის საშუალოს შერჩევითი განაწილება.

მაგალითი: საშუალოები ხარისხის კონტროლში

ავტომობილების ამგები ავტომობილის ნაწილების სხვადასხვა წერტილებზე აკეთებს ხარისხის შემოწმების ტესტს საღებავის სისქისთვის, რადგან შეღებვისას რაღაც ვარიაცები ხდება. კონკრეტული ნაწილის სამიზნე სიგანეა 2 მმ. სისქეების განაწილებები ამ ნაწილზე გადახრილია მარჯვნივ საშუალოთი 2 მმ და სტანდარტული გადახრით - 0,5 მმ.
ამ ნაწილზე ხარისხის შემოწმება მოიცავს 100 წერტილის შემთხვევითად არჩევას და ამ წერტილებზე საშუალო სისქის გამოთვლას.
თუ ჩავთვლით, რომ სისქეების დასახელებული საშუალო და სტანდარტული გადახრა ჭეშმარიტია, რას უდრის იმის ალბათობა, რომ 100 შერჩეულ წერტილზე სისქეების საშუალო სამიზნე სიდიდიან არის 0,1 მმ ინტერვალში?
მოდით, ეს ამოცანა ამოვხსნათ უფრო პატარა ნაწილებად დაშლით.

ნაწილი 1: გამოავლინეთ ნორმალურობა

როგორია სისქეების შერჩევითი ერთობლიობის საშუალოს შერჩევითი განაწილება?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ნაწილი 2: იპოვეთ შერჩევითი განაწილების საშუალო და სტანდარტული გადახრა

შერჩევითი განაწილების x¯ საშუალოს შერჩევით განაწილებას აქვს:
μx¯=μσx¯=σn
გაითვალისწინეთ: სტანდარტული გადახრის ეს ფორმულა სწორი რომ იყოს, შერჩევითი ერთობლიობის სიდიდე უნდა იყოს მთლიანი ერთობლიობის 10%-ზე ნაკლები ან ტოლი, რომ ჩავთვალოთ დამოუკიდებლობა.
კითხვა A (ნაწილი 2)
როგორია x¯-ის შერჩევითი განაწილების საშუალო?
μx¯=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
მმ

კითხვა B (ნაწილი 2)
როგორია x¯-ის შერჩევითი განაწილების სტანდარტული გადახრა?
σx¯=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
მმ

ნაწილი 3: საძიებელი ალბათობის საპოვნელად გამოიყენეთ ნორმალური გამოთვლები

თუ ჩავთვლით, რომ სისქეების დასახელებული საშუალო და სტანდარტული გადახრა ჭეშმარიტია, რას უდრის იმის მიახლოებითი ალბათობა, რომ 100 შერჩეულ წერტილზე სისქეების საშუალო სამიზნე სიდიდიან არის 0,1 მ ინტერვალში?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.