ძირითადი მასალა
სტატისტიკა და ალბათობა
კურსი: სტატისტიკა და ალბათობა > თემა 7
გაკვეთილი 4: ექსპერიმენტურლი ალბათობა- ექსპერიმენტურლი ალბათობა
- ექსპერიმენტურლი ალბათობა
- თეორიული და ექსპერიმენტული ალბათობები
- წინასწარმეტყველება ალბათობის გამოყენებით
- წინასწარმეტყველება ალბათობის გამოყენებით
- სიმულაცია და შემთხვევითობა: შემთხვევითი ციფრების ცხრილები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
სიმულაცია და შემთხვევითობა: შემთხვევითი ციფრების ცხრილები
შემთხვევითობის შემცველი ხდომილებების, მაგალითად, ქუდიდან სახელების ამოღების, სიმულირება შეგვიძლია შემთხვევითი ციფრების ცხრილის გამოყენებით. შემთხვევითი ციფრების ცხრილი მრავალი განსხვავებული რეალური სიტუაციის სიმულირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქ არის შემთხვევით ციფრთა 2 ხაზი, რომელთაც გამოვიყენებთ ამ სამუშაო გვერდზე:
წრფე 1: 9656505007166058119414873041978557645195
წრფე 2: 1116915529332418359401727865956572382322
შემთხვევით სიხშირეთა ცხრილების შესახებ უნდა ვიცოდეთ:
- თითოეული ციფრი თანაბრად შესაძლებელია, იყოს 0–იდან 9–მდე 10 ციფრს შორის ერთ–ერთი.
- ციფრები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ცხრილის ერთი ნაწილის შესახებ ცოდნა არანაირ ინფორმაციას არ იძლევა სხვა ნაწილის შესახებ.
- ციფრები 5-ელემენტიან ჯგუფებადაა დაყოფილი მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო ადვილი წასაკითხი გახდეს. ჯგუფებსა და რიგებს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს მხოლოდ შემთხვევით ციფრთა გრძელი ჩამონათვალია.
1–ლი ამოცანა: შერჩევითი ერთობლიობის მიღება
ლანჩის დროს 90 სტუდენტია და 5 მათგანი შემთხვევით აირჩევა დამლაგებლად ყოველ კვირაში. თითოული სტუდენტი იღებს რიცხვს 01, minus, 90 ინტერვალში და სკოლა 5 მოსწავლის ასარჩევად იყენებს შემთხვევით ციფრთა ცხრილს შემდეგნაირად:
- დაიწყეთ 1–ელ ხაზში მოცემული შემთხვევითი ციფრების მარცხენა მხრიდან.
- შეხედეთ რიცხვების 2-ციფრან ჯგუფებს.
- თუ 2-ციფრიანი რიცხვი 01–სა და 90–ს შორისაა, მოსწავლეს ევალება ლანჩზე დალაგება. გამოტოვეთ ნებისმიერი სხვა 2-ციფრიანი რიცხვი.
- გამოტოვეთ 2-ციფრიანი რიცხვი, თუ იგი უკვე არჩეულია.
1-ლი ხაზი: space, 9656505007166058119414873041978557645195
მე–2 ამოცანა: სიმულირება
ბურღულეულის კომპანია ყოველ ყუთ ბურღულეულში იძლევა ერთ საჩუქარს და რეკლამაში ამბობს, „შეაგროვეთ 6-ივე პრიზი!" თითოეულ ყუთ ბურღულეულში 1 საჩუქარია და თითოეული საჩუქრის ყუთში აღმოჩენის ალბათობა თანაბარია. კეროლაინი ფიქრობს, საშუალოდ რამდენი ყუთია საჭირო 6-ივე საჩუქრის მისაღებად.
იგი ამის სიმულირებას გადაწყვეტს შემთხვევითი ციფრების გამოყენებით შემდეგნაირად:
- დაიწყეთ მე–2 ხაზში მოცემული შემთხვევითი ციფრების მარცხენა მხრიდან.
- შეხედეთ ერთნიშნა რიცხვებს.
- 1, minus, 6 ციფრები წარმოადგენს სხვადასხვა საჩუქრებს.
- იგი უგულებელყოფს 0, comma, 7, comma, 8, comma, 9 ციფრებს.
- სიმულირების პირველი მცდელობა სრულდება, როცა 6-ივე ციფრი გამოჩნდება.
- ცდის ბოლოს იგი ითვლის, თუ რამდენი ციფრი დასჭირდა 1, minus, 6 ინტერვალში ყველა ციფრის გამოჩენას (სხვა ციფრებს უგულებელყოფს).
წრფე 2: space, 1116915529332418359401727865956572382322
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.