If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

Z-ქულების მიმოხილვა

რა არის z ქულა?

z ქულა ზომავს, ზუსტად რამდენი სტანდარტული გადახრით ზევით ან ქვევითა მონაცემი საშუალოდან.
აქ არის z ქულის გამთვლის ფორმულა:
z=მონაცემის წერტილისაშუალოსტანდარტული გადახრა
აქ არის სიმბოლოებით ჩაწერილი იგივე ფორმულა:
z=xμσ
აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი z ქულის შესახებ:
  • დადებითი z ქულა ამბობს, რომ მონაცემი საშუალოზე მაღლაა.
  • უარყოფითი z ქულა ამბობს, რომ მონაცემი საშუალოზე დაბლაა.
  • 0-თან ახლოს მყოფი z ქულა ამბობს, რომ მონაცემი საშუალოსთან ახლოსაა.
  • მონაცემი შეიძლება, უჩვეულოდ ჩაითვალოს, თუ z ქულა არის 3-ის ზევით ან 3-ის ქვევით.
გინდათ, მეტი ისწავლოთ z ქულის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი 1

ალმონდში ისტორიის შუალედური გამოცდის ქულების საშუალოა μ=85 და სტანდარტული გადახრა - σ=2.
მაიკლმა გამოცდაზე 86 ქულა აიღო.
იპოვეთ z ქულა მაიკლის გამოცდის ქულისთვის.
z=მისი ქულასაშუალო ქულასტანდარტული გადახრაz=86852z=12=0,5
მაიკლის z ქულაა 0,5. მისი ქულა საშუალოდან ნახევარი სტანდარტული გადახრით ზევით იყო.

მაგალითი 2

ალმონდში გეომეტრიის შუალედური გამოცდის ქულების საშუალოა μ=82 და სტანდარტული გადახრა - σ=4.
მაიკლმა გამოცდაზე 74 ქულა აიღო.
იპოვეთ z ქულა მაიკლის გამოცდის ქულისთვის.
z=მისი ქულასაშუალო ქულასტანდარტული გადახრაz=74824z=84=2
მაიკლის z ქულაა 2. მისი ქულა საშუალოდან ორი სტანდარტული გადახრით ქვევით იყო.

სავარჯიშო ამოცანები

ამოცანა A
ოაკში გეომეტრიის შუალედური გამოცდის ქულების საშუალოა μ=74 და სტანდარტული გადახრა - σ=4,0.
ნადიამ გამოცდაზე 70 ქულა აიღო.
იპოვეთ z ქულა ნადიას გამოცდის ქულისთვის. დაამრგვალეთ მეასედებამდე.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გსურთ, მეტი ივარჯიშოთ მსგავს ამოცანებზე? იხილეთ ეს მაგალითი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.