If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შერჩევის მეთოდების მიმოხილვა

რა არის შერჩევის მეთოდები?

სტატისტიკურ კვლევაში შერჩევის მეთოდი გულისხმობს გზას, რომლითაც მთლიანი ერთობლიობიდან ვარჩევთ წევრებს, რომ მოხვდნენ კვლევაში.
თუ შერჩევითი ერთობლიობა შემთხვევითად არ ირჩევა, იგი, სავარაუდოდ, მიკერძოებული იქნება და მონაცემები შეიძლება, არ იყოს წარმომადგენლობითი მთელი ერთობლიობისთვის.
შერჩევითი ერთობლიობის აღების ბევრი გზაა—ზოგი კარგია და ზოგი ცუდი.

შერჩევის ცუდი გზები

ხელმისაწვდომი შერჩევითი ერთობლიობა: მკვლევარი არჩევს ერთობლიობას, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია შემთხვევითობის გარეშე.
მაგალითი—მკლევარი იკითხავს გზაზე გამვლელ ადამიანებს.
რატომაა ეს სავარაუდოდ მიკერძოებული: მდებარეობამ, დღის ნაწილმა და სხვა ფაქტორებმა, შეიძლება მოგვცეს ადამიანების მიკერძოებული შერჩევითი ერთობლიობა.
მოპასუხეთა მოხალისეობრივი შერჩევითი ერთობლიობა: მკვლევარი მთლიანი ერთობლიობიდან ადამიანებს სთხოვს, შეურთდნენ შერჩევით ერთობლიობას და ისინი თავად წყვეტენ, შეურთდებიან თუ არა.
მაგალითი—სატელევიზიო შოუ მაყურებელს მოუწოდებს ეწვიოს მათ ვებგვერდს და უპასუხოს ონლაინ გამოკითხვას.
რატომაა ეს სავარაუდოდ მიკერძოებული: ადამინებს, რომლებიც დროს ხარჯავენ პასუხის გასაცემად, უფრო მკვეთრი აზრი ახასიათებთ, ვიდრე - დანარჩენ ერთობლიობას.
სავარჯიშო ამოცანა 1
რესტორანი ყველა მაგიდაზე ტოვებს კომენტარებისთვის ბარათებს და კლიენტებს ამხნევებს, რომ მონაწილეობა მიიღონ გამოკვლევაში, რათა გაიგონ მათი შთაბეჭდილების შესახებ.
ეს რა ტიპის შერჩევაა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

შერჩევის კარგი გზები

მარტივი შემთხვევითი ერთობლიობა: თითოეულ წევრსა და წევრთა ერთობლიობას შერჩევით ერთობლიობაში მოხვედრის ტოლი შანსი აქვს. ტექნოლოგია, შემთხვევითი რიცხვის გენერატორი ან სხვა შანსზე დამოკიდებული პროცესია საჭირო მარტივი შემთხვევითი ერთობლიობის მისაღებად.
მაგალითი—მასწავლებელი მოსწავლეების სახელებს ალაგებს ქუდში და ჩახედვის გარეშე იღებს, რომ მიიღოს მოსწავლეების შერჩევითი ერთობლიობა.
რატომ არის ეს კარგი: შემთხვევითი ერთობლიობები ჩვეულებრივ საკმაოდ წარმომადგენლობითია, რადგან ისინი უპირატესობას არ ანიჭებენ კონკრეტულ რიცხვებს.
სტრატიფიცირებული შემთხვევითი ერთობლიობა: ერთობლიობა ჯერ ჯგუფებად იყოფა. შერჩევითი ერთობლიობა შედგება თითოეული ჯგუფიდან რამდენიმე წევრით. წევრები თითეული ჯგუფიდან შემთხვევითად ირჩევა.
მაგალითი—სკოლის საბჭო 100 მოსწავლეს იკითხავს 25 მეცხრეკლასელის, 25 მეათეკლასელის, 25 მეთერთმეტეკლასელისა და 25 მეთორმეტეკლასელის შემთხვევითად არჩევით.
რატომ არის ეს კარგი: სტრატიფიცირებული ერთობლიობა გარანტიას იძლევა, რომ შერჩევით ერთობლიობაში თითეული ჯგუფიდან იქნება წევრი, ასე რომ, შერჩევის ეს მეთოდი კარგია, როცა თითოეული ჯგუფიდან გვინდა წევრები.
კლასტერული შემთხვევითი ერთობლიობა: ერთობლიობა ჯერ ჯგუფებად იყოფა. შერჩევითი ერთობლიობა შედგება ზოგიერთი ჯგუფიდან ყველა წევრით. ჯგუფები შემთხვევითად ირჩევა.
მაგალითი—ერთ დღეს ავიახაზებს უნდა გამოკითხოს კლიენტები, ასე რომ, შემთხვევითად არჩევენ ამ დღის 5 რეისს და გამოკითხავენ ამ რეისზე ყველა მგზავრს.
რატომ არის ეს კარგი: კლასტერული შერჩევითი ერთობლიობა გვაძლევს ყველა წევრს ზოგიერთი ჯგუფიდან, ასე რომ, იგი კარგია, როცა თითოეული ჯგუფი მთლიანი ერთობლიობის ანარეკლია.
სისტემური შემთხვევითი ერთობლიობა: მთლიანი ერთობლიობის წევრები რაღაც რიგში დგება. საწყისი მონაცემი შემთხვევითად ირჩევა და ყოველი მე-n წევრი ხვდება შერჩევით ერთობლიობაში.
მაგალითი—დირექტორი იღებს მოსწავლეების ანბანის მიხედვით დალაგებულ სახელებს და შემთხვევითად ირჩევს საწყის მონაცემს. ყოველი მე-20 მოსწავლე ირჩევა კვლევაში მონაწილეობისთვის.
სავარჯიშო ამოცანა 1
სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს საიდენთიფიკაციო ნომერი. სკოლის საბჭო კომპიუტერს შემთხვევითად არჩევინებს 50 საიდენთიფიკაციო ნომერს და ამ ნომერთან დაკავშირებულ მოსწავლეებს სთხოვენ გამოკითხვაში მონაწილეობას.
ეს რა ტიპის შერჩევაა?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.